About Product
ტენოფორიქს B
•აქტიური ნივთიერებები:
გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტენოფოვირის დისოპროქსილს, რაც 245 ტენოფოვირი დისოპროქსილ ფუმარატას ეკვივალენტია.
•დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსკარმელოზის ნატრიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ლურჯი ოპადრი II 85F30673 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენის გლიკოლი, ალუმინის საღებავი ინდიგოკარმენი , შავი რკინის ოქსიდი).
ტენოფორიქს B 300 მგ არის ღია ლურჯი ფერის, ნუშისებრი ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტი.
თითოეულ ბოთლში მოთავსებულია ტენოფორიქს B 300 მგ გარსით დაფარული 30 ან 90 ტაბლეტი. ტაბლეტების დასაცავად თითოეულ ბოთლს მოყვება სილიკონის კაფსულა. არ ამოიღოთ კაფსულა ბოთლიდან და არ გადაყლაპოთ იგი.
ტენოფორიქს B 300 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები გამოიყენება B ჰეპატიტით გამოწვეული ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციის მკურნალობისათვის. ტაბლეტის მიღება დასაშვებია შემდეგი პაციენტებისათვის:
•მოზრდილები,
•12-დან 18 წლამდე მოზარდები
ტენოფორიქს B 300 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები ასევე განკუთვნილია აივ ინფექციის სამკურნალოდ. ტაბლეტის მიღება დასაშვებია შემდეგი პაციენტებისათვის:
•მოზრდილები 18 წელს ზემოთ
•12-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ მკურნალობა სხვა აივ პრეპარატებით, რომლებმაც რეზისტანტულობის ჩამოყალიბების გამო დაკარგეს ეფექტურობა ან გამოიწვიეს გვერდითი მოვლენები.
B ჰეპატიტის ვირუსისათვის ტენოფორიქს B-ს გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ჩატარებული გქონდეთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ტენოფორიქს B შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტენოფოვირ დისოპროქსილს. ეს აქტიური ნივთიერება ანტირეტროვირუსული ან/და ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება აივ ან/და HBV ინფექციების სამკურნალოდ. ტენოფოვირი არის ნუკლეოტიდის შებრუნებითი ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი, იგი ზოგადად ცნობილია, როგორც NRTI და მუშაობს ვირუსის რეპროდუცირებისათვის აუცილებელი ფერმენტების(აივ ინფექციის შემთხვევაში - შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა; B ჰეპატიტის შემთხვევაში - DNA-ს პოლიმერაზა) ნორმალურ მუშაობაში ჩარევით. აივ ინფექციის წინააღმდეგ მკურნალობისას ტენოფორიქს B-ს გამოყენება რეკომენდირებულია სხვა პრეპარატებთან ერთად.
აღნიშნული პრეპარატი არ გულისხმობს აივ ინფექციისაგან განკურნებას. ტენოფორიქს B-ს მიღების პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს ინფექცია ან/და აივ ინფექციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.
აივ და HBV ინფექცია გადამდებია და სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების მიღება.
მიღების წესი და მეთოდი:
მიიღება პერორალურად.
გადაყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, აბის დასანაწევრებლად გამოიყენეთ კოვზის წვეტი. შემდეგ, ფხვნილი შეურიეთ 100 მილიგრამ წყალს (დაახლებით ნახევარი ჭიქა), ფორთოხლის ან ყურძნის წვენს და დალიეთ დაუყოვნებლივ.
•ტენოფორიქს B ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
•დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. ამგვარად, სამკურნალო საშუალება იქნება ეფექტური და შეამცირებთ მკურნალობაზე რეზისტანტულობის განვითარების რისკებს. არ შეცვალოთ დოზა ექიმის მითითების გარეშე.
•აივ ინფექციით დაავადების შემთხვევაში ექიმი ტენოფორიქს B-ს დაგინიშნავთ სხვა ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებთან ერთად. აივ ინფექციითა და B ჰეპატიტით ერთდროულად (თანაინფიცირება) დაავადების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ექიმმა ტენოფორიქს B დაგინიშნოთ სხვა ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებთან ერთად. თუ დაავადებული ხართ B ჰეპატიტით, ექიმმა შესაძლოა მოგთხოვოთ სისხლის ანალიზი აივ ინფექციისათვის, რათა დაადგინოს ხართ თუ არა დაავადებული აივ ინფექციითა და B ჰეპატიტით ერთდოულად.
სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი სახელმძღვანელო ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ინსტრუქცია პაციენტისათვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესახებ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმატეს 30 C.
Show More