სტეპტენბაქტი-ავერსი ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 4გრ+0.5გრ ფლაკონი #1
სტეპტენბაქტი-ავერსი ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 4გრ+0.5გრ ფლაკონი #1

სტეპტენბაქტი-ავერსი ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 4გრ+0.5გრ ფლაკონი #1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - piperacillin, tazobactam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → პიპერაცილინისა და ტაზობაქტამის კომბინირებული პრეპარატები

შემადგენლობა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პიპერაცილინი, ტაზობაქტამი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ფხვნილი;
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის პიპერაცილინს, 2 გ ან 4 გ პიპერაცილინის ეკვივალენტურს;
ნატრიუმის ტაზობაქტამს, 0.25 გ ან 0.5 გ ტაზობაქტამის ეკვივალენტურს.

ჩვენებები
სტეპტენბაქტი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
• ინტრააბდომინალური ინფექციები (პერფორაციით ან აბსცესით გართულებული აპენდიციტის ჩათვლით);
• კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (ცელულიტის, აბსცესის, ინფიცირებული ტროფიკული წყლულების ჩათვლით);
• შარდგამომყოფი გზების ინფექციები;
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (ენდომეტრიტის ჩათვლით);
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
• ინფექცია ნეიტროპენიით შეპყრობილ პაციენტებში;
• სეპტიცემია;
• შერეული სახის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით.
პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამომწვევის იდენტიფიკაციამდე.

მიღების წესები და დოზები
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, პრეპარატის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით.
პრეპარატი შეყავთ მხოლოდ ინტრავენურად ნელა ნაკადურად (3-5 წთ-ის განმავლობაში) ან წვეთოვნად (20-30 წთ-ის განმავლობაში).
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს პიპერაცილინის 12 გ-ს და ტაზობაქტამის 1.5 გ-ს (4.5 გ სტეპტენბაქტი ყოველ 8 სთ-ში ერთხელ). Pseudomonas aeruginoza-ს მიერ გამოწვეული ინფექციების დროს ნაჩვენებია ამინოგლიკოზიდების დამატებითი დანიშვნა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატის სადღეღამისო დოზას ადგენენ კრეატინინის კლირენსის მიხედვით: თუ კრეატინინის კლირენსია 20-40 მლ/წთ, პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12 გ/1.5 გ (4 გ/0.5 გ 8 სთ-ში ერთხელ), ხოლო, თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ – 8 გ/1 გ/დღეში (4 გ/0.5 გ 12 სთ-ში ერთხელ). ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2.25 გ ყოველ 8 სთ-ში ერთხელ. რადგან ჰემოდიალიზის დროს პიპერაცილინის 30-50% გამოიყოფა 4 სთ-ის შემდეგ, ყოველი დიალიზის სეანსის შემდეგ დამატებით შეყავთ პიპერაცილინის 2 გ და ტაზობაქტამის 0.25 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.
ხსნარის მომზადების წესი: ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელის სახით იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარს, დექსტროზის 5%-იან ხსნარს ან სტერილურ საინექციო წყალს. ინტრავენურად ნაკადურად შეყვანისას პრეპარატის 2.25 გ-ს ხსნიან 10 მლ ერთ-ერთ ზემოთ აღნიშნულ გამხსნელში (1 გ პიპერაცილინი 5 მლ გამხსნელზე). შეყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენურად წვეთოვნად შეყვანისას პრეპარატის 2.25 ან 4.5 გ-ს ხსნიან შესაბამისად 10 ან 20 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში, ხოლო შემდეგ მიღებული ხსნარი განზავდება 50-150 მლ ერთ-ერთ ზემოთ აღნიშნულ გამხსნელში (სტერილური საინექციო წყალი – არა უმეტეს 50 მლ-ისა) ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ან დექსტროზის 5%-იანი ხსნარისა და ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ნარევში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ეგზემა, ეგზანთემა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
პიპერაცილინი+ტაზობაქტამი
დოზა
4გრ+0.5გრ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი