პროდუქტის შესახებ
სნუპიკი, 0,01% ცხვირის წვეთები
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინი
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ოქსიმეტაზოლინი ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას, ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და გამონადენს ცხვირიდან, აღადგენს ცხვირით სუნთქვას. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს.
ოქსიმეტაზოლინი იწყებს მოქმედებას სწრაფად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 12 საათამდეა.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი სნუპიკის გამოყენება ნაჩვენებია 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი ჩვენებებით:
- მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
- მწვავე ალერგიული რინიტი;
- ვაზომოტორული რინიტის გამწვავება;
- დრენაჟის აღსადგენად ცხვირის ღრუს პარანასალური სინუსების ანთების (სინუსიტი), ევსტაქიიტის, შუა ოტიტის დროს;
- ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების დაწყებამდე შეშუპების აღმოფხვრა.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა, 3 დღის შემდეგ უნდა მიმართოთ ექიმს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სნუპიკის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, როდესაც თქვენმა ექიმმა შეაფასა პრეპარატის გამოყენების სარგებელი და რისკი. საჭიროა სიფრთხილე არტერიული ჰიპერტენზიის ან პლაცენტური სისლდინების შემცირების ნიშნების არსებობისას. პრეპარატის ხშირმა ან დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტური სისხლდინების შემცირება.
პრეპარატი სნუპიკის გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ფურცელ-ჩანართის ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან აფთიაქის თანამშრომელს, ან მედდას.
რეკომენდებული დოზა:
4 კვირამდე ასაკის ბავშვები - 1 წვეთი 0,01% ხსნარი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
მე-5 კვირიდან 1 წლამდე ბავშვები - 1-2 წვეთი 0,01% ხსნარი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
შეყვანის გზა და წესი
ინტრანაზალურად (ცხვირის ღრუში).
გამოყენებამდე გამოისუფთავეთ ცხვირის ღრუ. ფლაკონს მოხსენით დამცავი თავსახური , ფლაკონი გადაატრიალეთ ისე, რომ საწვეთურის თავი ქვემოთ იყოს მიმართული, საწვეთური მოათავსეთ ცხვირის ღრუში, 1 წვეთის შესაყვანად საწვეთურის რგოლს დააჭირეთ 1-ჯერ . პრეპარატის ჩაწვეთების დროს ბავშვს თავი გადაუწიეთ უკან.
ასევე დადასტურებულია შემდეგი პროცედურის ეფექტურობა: ასაკის მიხედვით 1-2 წვეთი 0,01% ხსნარი დაიტანება ბამბაზე და იწმინდება თითოეულ ნესტო.
თერაპიის ხანგრძლივობა
პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენება შეიძლება არაუმეტეს 7 დღე.
პრეპარატის განმეორებითი კურსი შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რომელთა განმავლობაშიც პრეპარატი არ გამოყენებოდა.
პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის "შეგუბების" შეგრძნება შეიძლება ისევ გაჩნდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
შენახვა :
პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს შეფუთვაზე ან ფლაკონზე სიტყვების "ვარგისია --მდე" შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის ვადას წარმოადგენს თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას 12 თვის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება არის ოქსიმეტაზოლინი.
1 მლ ხსნარი შეიცავს 0,10 მგ ოქსიმეტაზოლინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენს ზღვის წყალი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გლიცეროლი 85%, საინექციო წყალი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
226163