სიტაგლიპტინი სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის რაოდენობას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ეს მედიკამენტი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამოყოფილი ინსულინის დონის მომატებას და აქვეითებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.
ექიმი მედიკამენტს ნიშნავს სისხლში შაქრის რაოდენობის დაწევის ხელშესაწყობად, რომელიც მაღალია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამო. ეს მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მარტო, ისე გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონი), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს და რომლებსაც პაციენტი იღებს დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად.
რა არის მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი? მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ორგანიზმში ასევე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შაქარი. ამის შედეგად შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს იწვევს სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
ბავშვები და მოზარდები ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მედიკამენტი არ ინიშნება. ის არ არის ეფექტიანი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ფეხმძიმობის დროს.
არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
მიღების წესი მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა: •ერთი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; •ერთხელ დღეში; •განკუთვნილია შიგნით მისაღებად. თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ). მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან და სასმელთან ერთად, ისე მათ გარეშე. ექიმმა მედიკამენტი შეიძლება მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში, როლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს. დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმს ეხმარება სისხლში შაქრის უკეთესად ათვისებაში. მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია ექიმის მიერ, სიტაგლიპტინის მიღების დროს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.