შელკალი სიროფი 625მგ+125მკგ 150მლ ფლაკონი #1
შელკალი სიროფი 625მგ+125მკგ 150მლ ფლაკონი #1

შელკალი სიროფი 625მგ+125მკგ 150მლ ფლაკონი #1

ინდოეთი

ელდერ ფარმაციუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Colecalciferolum+Calcium carbonate
შემადგენლობა: სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს:
625მგ კალციუმის კარბონატი ორგანული წყაროდან (ხამანწკას ნიჟარა) ელემენტალური კალციუმის ექვივალენტი - 250მგ
ვიტამინი D3 BP ............................ 125 სე
ფერი: კარმოიზინ სუპრა

ჩვენება
შელკალიხ სიროფი გამოიყენება როგორც მინერალურ-ვიტამინური დანამატი კალციუმის დეფიციტის დროს და მისი მარაგის შესავსებად, ზრდის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება და გამოყენება
ჩვილები: ექიმის დანიშნულებით
ბავშვები: 2.5-5მლ დღეში ორჯერ ან ექიმის დანიშნულებით
მოზრდილები: 5-10მლ დღეში ან ექიმის დანიშნულებით
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის დანიშნულებით

უკუჩვენება
შელკალიხ სიროფი უკუნაჩვენებია ჰიპერკალიემიური მდგომარეობისას როგორიცაა პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმი, მეტასტაზური ჰიპერკალიემია და მრავლობითი მიელომა.

უსაფრთხოების ზომები
კალციუმის დანამატებმა შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალციემიის რისკი დეჰიდრატაციის ან ელექტროლუტური დისბალანსის დროს. თუმცა ქრონიკული დიარეით ან მალაბსორბციით დაავადებულ პაციენტებს ხშირად ჭირდებათ კალციუმის დანამატები, ამგვარი მდგომარეობისას მათმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს კალციუმის ექსკრეცია.

გაფრთხილებები
შელკალიხ სიროფი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის კენჭების დროს და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. შარდში კალციუმის ექსკრეცია უნდა გაიზომოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თირკმლის კენჭები ჰიპერკალციურიის გამოსარიცხად.

ორსულობა და ლაქტაცია
კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს კალციუმის რეკომენდებული დოზებით გამოყენება არ იწვევს პრობლემებს. თუმცა კალციუმის დანამატები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში, კონცენტრაცია საკმარისი არ არის ჩვილში გვერდითი ეფექტის გამოსაწვევად.
პედიატრია
დღიური რეკომენდებული რაოდენობით მიღებისას პედიატრულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.
გერიატრია
დღიური რეკომენდებული დოზების მიღებისას გერიატრიულ პოპულაციაში პრობლემები აღწერილი არ არის.

გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს მსუბუქი გასტროინტესტინური გაღიზიანება, გულისრევა და ღებინება.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
შელკალიხ სიროფის მიღებას უნდა მოერიდონ სათითურას პრეპარატებთან, ვერაპამილთან, ფენიტოინთან, თიაზიდურ დიურეტიკებთან და ანტაციდებთან ერთად.
კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის დანამატების მაღალ დოზებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვერაპამილზე პასუხი.
კალციუმის ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატები: შელკალიხ სიროფთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შრატში კალციუმის ან მაგნიუმის კონცენტრაცია მიდრეკილ პაციენტებში.
ფენიტოინი: ერთდროულად მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ორივე საშუალების შესაძლებლობა არაადსორბირებადი კომპლექსის წარმოქმნის გამო. პაციენტებს უნდა ურჩიონ შელკალიხ სიროფი არ მიიღონ ფენიტოინის მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში.
ორალური ტეტრაციკლინები, რკინა: კალციუმმა შეიძლება დააზიანოს ტეტრაციკლინის ან რკინის შეწოვა. შელკალიხ სიროფის და ამ აგენტების მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 საათს.
თიაზიდური დიურეტიკები: თირკმლის მილაკებით რეაბსორბციით გამოწვეული ჰიპერკალციემია ან ძვლის მიერკალციუმის გამოყოფა თიაზიდებით შეიძლება გაძლიერდეს ეგზოგენური კალციუმით.
ატენოლოლი: შეიძლება შემცირდეს პლაზმაში ატენოლოლის საშუალო დონის პიკი და ბიოშეღწევადობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბეტა ბლოკადის შემცირება.
ქინოლონები: შეიძლება შემცირდეს ნოროქსაცინის ბიოშეღწევადობა; ციპროფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი არ იცვლება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ელდერ ფარმაციუტიკალსი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/
დოზა
625მგ+125მკგ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი