დ-კალცინ ფორტე ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ+880სე #20
დ-კალცინ ფორტე ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ+880სე #20

დ-კალცინ ფორტე ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ+880სე #20

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით) 1000მგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 880სე. დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, სორბიტოლი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, არომატოზატორი `ფორთოხალია, ვაშლის მჟავა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, საქაროზა, ნატრიუმის ასკორბატი კრისტალური, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, კაჟბადის დიოქსიდი, DL-ალფა-ტოკოფეროლი, მოდიფიცირებული სახამებელი.

ჩვენებები: D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი; ოსტეოპოროზის (მენოპაუზალური, სენილური, სტეროიდული) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა პაციენტებში D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტით; ძვლების მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტ-ტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი D-კალცინ ფორტე მიიღება შიგნით საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ერთი ტაბლეტი უნდა გაიხსნას ოთახის ტემპერატურის ჭიქა სასმელ წყალში (200მლ) და დაილიოს მომზადებისთანავე. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის-მოზრდილებში 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში; ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას-მოზრდილებში 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში. პროფილაქტიკური საშუალების სახით-მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში. 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება არასრული დოზა (მომზადებული ხსნარის ნახევარი). კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის შესავსებად მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა არაუმცირეს 4-6 კვირისა. განმეორებითი კურსების რაოდენობა წლის განმავლობაში განისაზღვრება ინდივიდუალურად. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიისთვის გამოყენებისას მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); D3 ჰიპერვიტამინოზი; თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა; ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; სარკოიდოზი. პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად, ამიტომ პრეპარატი არ გამოიყენება ფენილკეტონურიისას.
სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმელების უკმარისობა.


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ორსულობისას კალციუმსა და D3 ვიტამინს ორგანიზმში მათი დეფიციტის შესავსებად იყენებენ. ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1500მგ კალციუმს და 600სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ D-კალცინ ფორტეს არასრული დოზის (მომზადებული ხსნარის ნახევარი) მიღება. D3 ვიტამინი და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. D3 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო D-kალცინ ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება პედიატრიაში: მოზარდებში 12 წლის ასაკიდან რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტი D-კალცინ ფორტეს მიღება. უმცროსი ასაკის ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის მიღება რეკომენდებული დღიური დოზების შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული წილის ფორმით.


აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი-III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/
დოზა
1000მგ+880სე
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი