ქიმორალ ფორტე ტაბლეტი #20

ქიმორალ ფორტე ტაბლეტი #20

ინდოეთი

აკმე ფორმულაციონი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Trypsinum+Chymothrypsinum
შემადგენლობა: თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ფერმენტული აქტივობის 1,00,000 Armour ერთეულს (გასუფთავებული კონცენტრატი რომლის აქტივობა განისაზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით ექვსი ერთთან)
ფერი: გამოყენებულია დამტკიცებული ფერი.

აღწერა
ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი, მსგავსად უმეტესი პროტეოლიზური ფერმენტებისა, სინთეზირდება როგორც არააქტიური ზიმოგენის პრეკურსორი (ტრიფსინოგენი და ქიმოტრიფსინოგენი) რათა მოხდეს უჯრედული ცილების არასასურველი განადგურების პრევენცია და დარეგულირდეს როდის და სად გამოჩნდება ფერმენტის აქტივობა. არააქტიური ზიმოგენები გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც გამოყოფამდე ისინი მოძრაობენ წვრილ და მსხვილ ნაწლავებში. ზიმოგენები ასევე აღწევენ სისხლის ნაკადში, სადაც ისინი შარდში გამოყოფამდე შეიძლება გამოვლინდენ შრატში. ზიმოგენები პროტეოლიზით გარდაიქმნებიან მოწიფულ, აქტიურ ფერმენტად პრო-პეპტიდისგახლეჩვით, შიდაუჯრედულ ან გარეუჯრედულ სივრცეში, სადაც ისინი საჭიროა გადამუშავებისთვის.

სამკურნალო ჩვენებები
ხსნის შეშუპებას და აწესრიგებს სხვადასხვა მდგომარეობებთან დაკავშირებულ ანთებას, როგორიც არის უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ტრავმა.
ეპიზიოტომია.
ნევრალგია ტკივილით, რომელიც ირადირდება დუნდულში და ქვედა კიდურში, უმეტესად ინტერვერტებრალური დისკის თიაქარით (იშიაზი) განპირიბებული.
თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული ვენების ანთება, თრომბოფლებიტი.
გინეკოლოგიური ქირურგია, როგორიც არის ვაზექტომია და საკეისრო კვეთა.
გამოიყენება ბრონქიტის დროს ლორწოს და ნახველის სიბლანტის შესამცირებლად.
სტომატოლოგიაში, განსაკუთრებით კბილის ამოღებისას, პერიაპიკალური აბსცესის და ყბა-სახის ქირურგიაში.
მოტეხილობები და ამოვარდნა.
დაჭიმულობა და დაძაბულობა.
ოფთალმოლოგიური ტრავმა, როგორიც არის მაკულარული შეშუპება, დაჟეჟილი თვალი, ჰიფემა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, სისხლჩაქცევა კონიუქტივიტის ქვეშ, თვალის გარე ტრავმა.
ოტორინოლარინგოლოგიაში, როგორიც არის ცხვირის მოტეხილობა, პარაფარინგეალური აბსცესი.
ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად მკერდის, ფილტვების, თავის და კისრის, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და ნაწლავის სიმსივნის მქონე პაციენტებში.

დოზა და მიღების წესი
პერორალური გამოყენება (1 ტაბლეტი შეიცავს პროტეოლიტური ფერმენტების ნარევის 100 000 Armour ერთეულს (Ai)
მოზრდილებში:
ერთი გასტრორეზისტენტული ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. როდესაც მიიღწევა გაუმჯობესება, შესაძლებელია დოზის შემცირება ერთ გასტრორეზისტენტულ ტაბლეტამდე 2-ჯერ დღეში.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში:
1 გასტრორეზისტენტული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. რეკომენდებული დოზა მიიღება პრევენციულად ქირურგიულ ჩარევამდე 48 საათით ადრე. ქირურგიული ჩარევის შემდეგ საჭიროა გაგრძელდეს ქიმორალ ფორტეს მიღება. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ უზმოზე ან საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე. არ ჩაწუწნოთ ან დაღეჭოთ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი, გადაყლაპეთ მთლიანად. ქიმორალის გასტრორეზისტენტული ტაბლეტის მიღება არ გამორიცხავს სხვა პრეპარატების მიღებას პარარელურად (მაგ: ანტიბიოტიკები და ა.შ).

უკუჩვენება:
ტრიფსინი - ქიმოტრიფსინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე პრობლემების, თირკმლის უკმარისობის, პეპტიური წყლულის, მინისებრი სხეულის მაღალი წნევის და ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აკმე ფორმულაციონი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ტრიფსინი+ქიმოტრიფსინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი