პრონორანი ტაბლეტი 50მგ #30

პრონორანი ტაბლეტი 50მგ #30

საფრანგეთი

სერვიე
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - piribedil

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო დოპამინერგული საშუალებები

1. რა არის პრონორანი და რა შემთხვევაში გამოიყენება
ეს პრეპარატი ნაჩვენებია პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ცალკე, და ლევოდოპასთან კომბინაციაში.

2. პრონორანის მიღების დაწყებამდე
რა შემთხვევებში არ შეიძლება პრონორანის მიღება
• ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირიბედილზე ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ ინგრედიენტზე
• გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი;
• გულის შეტევის მწვავე ფაზა;
• ფსიქოფარმაცევტულ საშუალებებთან კომბინაციაში (ნეიროლეფსიურებთან, კლოზაპინის გარდა).

3. როგორ მიიღება პრონორანი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
პრონორანი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ყველა ჩვენებისთვის, პარკინსონის დაავადების მკურნალობის გარდა: 50მგ (1 ტაბლეტი) დღეში, მიიღება ძირითადი კვების შემდეგ. უფრო მძიმე შემთხვევებში: 100მგ (2 ტაბლეტი დღეში), გაყოფილი ორ დოზად, მიიღება საკვების ორი ძირითადი მიღების შემდეგ.
ტაბლეტები იყლაპება ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. მიიღება ჭამის შემდეგ.
პარკინსონის დაავადების მკურნალობა:
• მონოთერაპიის სახით: 150-დან 250მგ-მდე, ანუ 3-დან 5 ტაბლეტამდე დღეში, გაყოფილი შესაბამისად 3-5 მიღებაზე.
• ლევოდოპას პრეპარატებთან კომბინაციაში: 100-150მგ დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.
ტაბლეტები მიიღება ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. მიიღება ჭამის შემდეგ.
ექიმის რეკომენდაციით, დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან: 1 ტაბლეტით, ყოველ 3 დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრონორანის დანიშნვა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგანაც მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები საკმარისი არ არის.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, თუმცა არა ყველა პაციენტში, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს
გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული: უვითარდებოდა 100-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს;
იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე მეტს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს;
ძალიან იშვიათი: უვითარდებოდა 10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს.
აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
• უმნიშვნელო დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება მეტეორიზმი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიც არის ცნობიერების დაღრევა, ჰალუცინაციები, აგზნება ან თავბრუსხვევა, რაც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
პირიბედილი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი