პიქსაბარა ნაჩვენებია ვენოზური თრომბოემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკის დროს ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის გეგმიური ოპერაცია.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: აპიქსაბანი - 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
ვენოზური თრომბოემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის გეგმიური ოპერაცია.
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულის არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ)ერთი ან მეტი ისეთი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა მანამდე გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ასაკი ≥ 75 წელზე, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სიმპტომური გულის უკმარისობა (II კლასი ან უფრო მაღალი ნიუ-იორკის გულის ასოციაციის ( NYHA ) კლასიფიკაციის მიხედვით).
ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიების (ფათე) მკურნალობა, აგრეთვე ღვთ-სა და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა ზრდასრულებში (ჰემოდინამიურად არასტაბილური ფათე-ს მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია მოყვანილია განყოფილებაში „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს).
დოზირების რეჟიმი:
ვთე-ს (ვთეპ) პროფილაქტიკა: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების გეგმიური ოპერაცია
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. საწყისი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.
ექიმებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ანტიკოაგულაციური თერაპიის უფრო ადრე ჩაატარების პოტენციური უპირატესობა ვთე-ს პროფილაქტიკისათვის, ასევე პოსტოპერაციული სისხლდენის რისკები თერაპიის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დროის ამ ფანჯრის ფარგლებში.
პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 32-38 დღეს.
პაციენტებში , რომლებსაც ჩაუტარდათ მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღე.
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა წასფ-ის მქონე პაციენტებში აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ პერორალურად ორჯერ დღეში.
დოზის შემცირება:
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში წასფ-ისა და ქვემოთ ჩამოთვლილიდან მინიმუმ ორი მახასიათებლის მქონე პაციენტებში: ასაკი ≥ 80 წელი, სხეულის მასა ≤ 60 კგ, ან სისხლის შრატში კრეატინინის დონე ≥ 1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი / ლ).
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში.
ღვთ-ს მკურნალობა, ფათე -ს მკურნალობა და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პრევენცია (ვთლ)
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა მწვავე ღვთ-ს სამკურნალოდ და ფათე-ს სამკურნალოდ შეადგენს 10 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ პერორალურად ორჯერ დღეღამეში. მოქმედი სამედიცინო სახელმძღვანელოების თანახმად, მკურნალობის მოკლე ხანგრძლივობა (არა ნაკლებ 3 თვისა) უნდა ეფუძნებოდეს გარდამავალ რისკის ფაქტორებს (მაგალითად, ახლახანს გადატანილი ოპერაცია, ტრავმა, იმობილიზაცია).
აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა ღვთ-სა და ფათე-ს რეციდივების პროფილაქტიკისთვის შეადგენსს 2,5 მგ პერორალურად 2-ჯერ დღე-ღამეში. როდესაც ნაჩვენებია ღვთ-სა და ფათე-ს რეციდივების პროფილაქტიკა 2,5 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში მკურნალობა უნდა დაიწყოს 6 თვიანი აპიქსაბანით 5 მგ ორჯერ დღე-ღამეში მკურნალობის დასრულების შემდეგ ან სხვა ანტიკოაგულანტით.
გამოყენების წესი:
შინაგანი მიღებისთვის.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით, საკვების მიღების მიუხედავად.
პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენდირდეს წყალში ან გლუკოზის წყალში გახსნილი 5% -იან ხსნარში ან ვაშლის წვენში, ან შერეულ იქნას ვაშლის პიურეში და დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ალტერნატივის სახით, ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენდირდეს 60 მლ წყალში ან გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში და დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით.
დაქუცმაცებული ტაბლეტები სტაბილურია წყალში, გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში, ვაშლის წვენში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!