ოქსოლინს გააჩნია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება ახდენს უჯრედული მემბრანების ზედაპირთან ვირუსის შეკავშირების ბლოკირებას და ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპროდუქციას.
უკუჩვენება: მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. მიღების წესი და დოზირება: მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გრიპის პროფილაქტიკისათვის- მალამო დღეში 2-3-ჯერ დაიტანება ცხვირის ლორწოვან გარსზე გრიპის ეპიდაფეთქების და მაქსიმალური გავრცელების პერიოდში (ყოველდღიურად 25 დღის განმავლობაში) ან გრიპით დაავადებულთან კონტაქტისას.
ვირუსული რინიტის მკურნალობა - მალამო 2-3-ჯერ დღეში დაიტანება ცხვირის ლორწოვანზე 3-4 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება, რინორეა. იშვიათად შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანი გარსის გალურჯება.
სიფრთხილის ზომები: სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში, ლაქტაციიის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის შესაძლო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისა და ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები: ინახება 8-15OC ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!