ნორმატინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1
ნორმატინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

ნორმატინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Timololum
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორები.
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,5%-ში
აქტიური ნივთიერება: თიმოლოლის მალეატი 6,83 მგ,
რაც შეესაბამება თიმოლოლის შემცველობას 5,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: S01ED01

ჩვენებები:
- თვალშიგა წნევის მომატება (თვალის ჰიპერტენზია);
- ღიაკუთხიანი გლაუკომა;
- გლაუკომა აფაკიურ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები;
- დამატებითი საშუალების სახით თვალშიგა წნევის დასაწევად დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში);
- თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები არასაკმარისია).

უკუჩვენებები:
პრეპარატი ნორმატინი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, კარდიოგენული შოკი, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია (წუთში 45-50 დარტყმაზე ნაკლები), სინუსური კვანძის სინუსიტის სინდრომი, რქოვანას დისტროფიული დაავადებები, ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ალერგიული ანთება, ძუძუთი კვება, ადრეული საბავშვო ასაკი (დღენაკლი და ახალშობილი ბავშვები).

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 0,5% ხსნარის 1 წვეთს, რომელიც მიიღება დღეში ორჯერ. ვინაიდან თვალშიგა წნევის სტაბილიზაცია თიმოლოლის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება, მკურნალობის ეფექტის შეფასება ხდება 4 კვირის შემდეგ. იმ პაციენტის თიმოლოლით მკურნალობაზე გადაყვანა, რომელიც ადრე გადიოდა ადგილობრივ თერაპიას სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებით, ხდება ამ უკანასკნელის სადღეღამიჟსო დოზის მიღებიდან მომდევნო დღეს _ 0,5% პრეპარატის 1 წვეთამდე დღეში ორჯერ.
ადგილობრივი გამოყენების იმ გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებით მონოთერაპიისას, რომელიც არ მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს, პირველი დღეების განმავლობაში ხდება დამატებით თიმოლოლის 0,5% ხსნარის 1 წვეთის დანიშვნა დღეში ორჯერ დაზიანებულ თვალში. მომდევნო დღეს ადრე გამოყენებული გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება წყდება და გრძელდება მკურნალობა თიმოლოლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ პაციენტი ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც კონსერვანტი შეიძლება მოხვდეს კონტაქტურ ლინზებზე და არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს თვალის ქსოვილებზე.
პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები პაციენტმა უნდა მოიხსნას და კვლავ გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:
სისტემური რეაქციები იშვიათად ვლინდება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიული წნევის დაწევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კოლაფსი. ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, ცრემლდენა, სინათლის შიში, ეპითელიუმის შეშუპება და რქოვანას ჰიპერემია, დიპლოპია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ეგზემა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
თიმოლოლი
დოზა
0.5%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი