ნორკოლუტი ტაბლეტი 5მგ #20

ნორკოლუტი ტაბლეტი 5მგ #20

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Norethisteronum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროგესტაგენური პრეპარატები

ჩვენება:
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- მასტოდინია;
- ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;
- დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;
- ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;
- ენდომეტრიოზი;
- ადენომიოზი;
- ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდანაცილება;
- დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენები კლიმაქტერიულ პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი: პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10მგ (1-2აბი). შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან. საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენების, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში) ინიშნება 6-12 დღის განამავლობაში 5-10მგ დღეში (1-2 აბი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე გამოიყენება 5-10მგ დღეში (1-2აბი ერთდროულად ესტროგენთან). ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25-დღემდე - 5მგ ერთხელ დღეში (1 აბი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად - ციკლის მე5 დღიდან 2,5მგ დღეში (1/2აბი) და ზრდიან დოზას Ѕ 1/2აბით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში. ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად: ორსულობის შეწყვეტა: მე-16-28-ე კვირას: - პირველი დღე 15მგ(3 აბი), - მეორე-მესამე დღე 10მგ(2 აბი), - მეოთხე-მეშვიდე დღე 5მგ(1 აბი). 28-36-ე კვირას: - პირველი დღე 15მგ (3 აბი), - მეორე-მესამე დღე 10მგ (2 აბი). აბლაქტაცია: - 1-3 დღე დღეღამური დოზა 20მგ (4 აბი); - 4-7დღე დღეღამური დოზა 15მგ (3 აბი); - 8-10დღე დღეღამური დოზა 10მგ (2 აბი). დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5მგ (1 აბი) ხანგრძლივი კურსებით. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25-50მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი აბებში).

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვითარდება და დამოუკიდებლად ქრება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა

უკუჩვენება:
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
- ორსულობა;
- სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო;
განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გულის დაავადება;
- ბრონქული ასთმა;
- ეპილეფსია;
- მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;
- ჰეპატიტი;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ნორეთისტერონი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი