გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა-პროფილაქტიკის,ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის, პოსტმენოპაუზური პერიოდის დროს.
თითოეული კაფსულა შეიცავს:
D3ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) 2,000 სე.
მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში. განაპირობებს კალციუმის ბალანსის შენარჩუნებას და ძვლების მინერალიზაციას, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D აუცილებელია ჰორმონული ბალანსის შენარჩუნების, იმუნურიდა რეპროდუქციული სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, არა მხოლოდ ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისთვის, არამედ ნაადრევი მშობიარობის, გესტაციური დიაბეტის პროფილაქტიკისთვისაც.
მიიღება პერორალურად, 1კაფსულა დღეში 1-ჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ნატეოს გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.