ნანოკალცი კაფსულა 1000მგ #100

ნანოკალცი კაფსულა 1000მგ #100

ჩინეთი

რეალმუსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous fumarate, Calcium, zinc oxide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: Realmus ind. Co Ltd
მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
გამოშვების ფორმა: 1000მგ კაფსულა №100
გაცემი სრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
1 კაფსულის შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი 1000 მგ (ელემენტური
კალციუმი 300 მგ)
რკინის (II) ფუმარატი 15 მგ,
თუთიის (II) ოქსიდი 6 მგ.
აღწერილობა
მოგრძო ფორმის, ყავისფერი რბილი კაფსულა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორი.
ჩვენება
კალციუმის დეფიციტი, სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი, მოტეხილობები (კომპლექსურ თერაპიაში), ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონული სტატუსის დარღვევა: მენოპაუზა და მისი წინა პერიოდი, ოვარექტომია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა, თირკმელჩანაცვლებითი თერაპია (დიალიზი).

მიღების წესი და დოზირება
თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში ან 2 კაფსულა ერთხელ დღეში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემია; ჰიპერკალციურია; თირკმლის მძიმე უკმარისობა; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); აქტიური ტუბერკულოზი.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულის რევა, გასტრალგია, დიარეა; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეალმუსი
ქვეყანა
ჩინეთი
ჯენერიკი
კალციუმი+რკინის ფუმარატი+თუთია
დოზა
1000მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი