პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Benzyldimethyl [ 3- (myristoylamino) propyl ] ammonium chloride monohydrate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ქიმიური დასახელება:
ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ] ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი
წამლის ფორმა:
ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ] ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,1გ
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი - 1 ლიტრამდე
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, ქაფდება შენჯღრევისას
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება
ჩვენებები:
ოტოლარინგოლოგია: მწვავე და ქრონიკული ოტიტების, ჰაიმორიტების, ტონზილიტების, ლარინგიტების, ფარინგიტების კომპლექსური მკურნალობა.
ბავშვებში: 3 წლიდან 14 წლამდე ასაკში გამოიყენება მწვავე ფარინგიტის და/ან ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების კომპლექსური მკურნალობისას.
სტომატოლოგია: პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: სტომატიტების, გინგივიტების, პარადონტიტების, პერიოდონტიტების. მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავება.
ქირურგია, ტრავმატოლოგია: დაჩირქებების და ჩირქოვანი ჭრილობების პროფილაქტიკა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების მკურნალობა.
მეანობა-გინეკოლოგია: მშობიარობის შემდგომი ტრავმების, შორისისა და საშოს დაჩირქებების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ვულვოვაგინიტი, ენდომეტრიტი).
კომბუსტოლოგია: II და III ხარისხის ზედაპირული და ღრმა დამწვრობის დროს, დამწვრობის ჭრილობების დერმატოპლასტიკისთვის მომზადება.
დერმატოლოგია, ვენეროლოგია: პიოდერმიის და დერმატომიკოზის, კანისა და ლორწოვანის კანდიდომიკოზის, ტერფის მიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალიური ჰერპესი, გენიტალიური კანდიდოზი და სხვა).
უროლოგია: სპეციფიური (გონორეა, ტრიქომინოზი, ქლამიდიოზი) და არასპეციფიური ბუნების მწვავე და ქრონიკული ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მზადაა გამოყენებისთვის.
საცმი - საფრქვეველით ფლაკონის გამოყენების ინსტრუქცია:
1. მოხსენით ფლაკონს საცმი, ფლაკონიდან 50მლ. მოაცილეთ ასევე ურეთრალური აპლიკატორი.
2. ამოიღეთ საცმი-საფრქვეველი დამცავი შეფუთვიდან.
3. ვამაგრებთ საცმი-საფრქვეველს ფლაკონზე.
4. გავააქტიუროთ საცმი-საფრქვეველი განმეორებითი დაჭერით.
50მლ. და 100მლ. გინეკოლოგიური საცმით შეფუთვის გამოყენების მითითებები:
1. მოხსენით ფლაკონს ხუფი.
2. ამოიღეთ გინეკოლოგიური საცმი დამცავი შეფუთვიდან.
3. ვამაგრებთ გინეკოლოგიურ საცმს ფლაკონზე, უროლოგიური აპლიკატორის მოუხსნელად.
ოტორინოლარინგოლოგია:
ჩირქოვანი ჰაიმორიტისას - პუნქციის დროს ჰაიმორის წიაღი გამოირეცხება პრეპარატის საკმარისი რაოდენობით.
ტონზილიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები იკურნება ყელში მრავალჯერადი გამოვლებით ან საცმი-საფრქვეველით შესხურებით, 3-4-ჯერადი დაჭერით, 3-4-ჯერ დღეში. პრეპატარის რაოდენობა ერთ გამოვლებაზე 10-15მლ.
ბავშვებში:
მწვავე ფარინგიტის ან/და გამწვავებული ქრონიკული ტონზილიტის დროს ხორციელდება ყელში შესხურება საცმი-საფრქვეველის დახმარებით. ბავშვები 3-6 წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ერთჯერადი დაჭერით (3-5 მლ ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში; ბავშვები 7-14 წლის ასაკში: საცმი-საფრქვეველის თავზე ორჯერადი დაჭერით (10-15 მლ. ერთ შესხურებაზე), 3-4-ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან 10 დღეს რემისიის დადგომამდე.
სტომატოლოგია:
სტომატიტების, გინგივიტების, პაროდონტიტების დროს რეკომენდებულია პირის ღრუს გამოვლება 10-15მლ პრეპარატით, 3-4-ჯერ დღეში.
ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტოლოგია:
ჭრილობის ან დამწვრობის ზედაპირს ამუშავებენ პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნებით, ჭრილობებს და ფისტულებს თავისუფლად ადებენ ტამპონებს, აფიქსირებენ მარლის ტამპონებს, დასველებულს პრეპარატში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
121847
ჯენერიკი
ბენზილდიმეთილ ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი
შეფუთვა
ფლაკონი+აპლიკატორი