განსაკუთრებულად გემრიელი წიწიბურას ფანტელები, დამზადებულია რჩეული მთელი მარცვლებისგან, მუშავდება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნარჩუნებს ბურღულს სიჯანსაღეს. შეიცავს ამინომჟავების ერთობლიობას: არგინინს, ლიზინს, ლეიცინს, გლუტამინის მჟავას და ლიზინს, მიკრო და მაკრონუტრიენტებს: Fe, P, Mg, PP და B ჯგუფის ვიტამინებს.
1928 წიწბურა: •ზრდის ჰემოგლობინის დონეს, ხელს უწყობს სისხლწარმოქმნის პროცესს •აუცილებელია ბაშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის •B ჯგუფის ვიტამინები და Mg ამშვიდებს ბავშვის ნერვულ სისტემას •ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას •არის ჰიპოალერგიული, უგლუტენო ბურღული და ადვილად მოსანელებელი
ინგრედიენტები: სუფთა სახის წიწიბურას ფანტელები, რომელიც გადის მრავალსაფეხურიან გასუფთავებას ქიმიური დამუშავების გარეშე, 100% შენარჩუნებული აქვს კვებითი ღირებულება. არ შეიცავს: გმო-ს, შაქარს, ასპარტამს, ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს.
მომზადების რეკომენდაცია: მზადდება სწრაფად (3წთ.) და შენარჩუნებული აქვს კვებითი ღირებულება 1 პორციაზე – 40გ: 200-260 მლ ადუღებულ წყალში, ადუღეთ 3 წუთი, მორევის პარალელურად. დააყოვნეთ 1 წთ თავდახურულ ჭურჭელში. სურვილისამებრ, დაამატეთ ინგრედიენტები. წიწიბურას ფანტელებით შეგიძლიათ მოამზადოთ:ფაფა, პურ-ფუნთუშეული, კერძები და სალათები.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 20C ტემპერატურაზე და ჰაერის არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში,უცხო სუნისგან დაცულ ადგილას.