მექსილეკი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10
მექსილეკი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10

მექსილეკი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #10

ბელარუსი

ლეკფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ethylmethylhydroxypyridine succinate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანტიოქსიდანტური პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება-ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი _ 100 მგ,
დამხმარე ნივთიერება-საინიექციო წყალი _ 2 მლ-მდე.

ჩვენებები:
თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
დისცირკულარული ენცეფალოპათია;
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
ქვედა კიდურების ანგიოპათია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მიღების წესები და დოზირება:
გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ.
საინიექციო ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთობრივად). საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად, პათოლოგიისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. საწყისი დოზა 50-100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში დოზის თანდათანობითი ზრდით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-800 მგ.
ნაკადით შეჰყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში; წვეთობრივად - სიჩქარით 40-60 წვეთი/წთ.
თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევებისას გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 2-4 დღეს ვენაში წვეთობრივად 200-300 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ -კუნთებში 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთობრივად დოზით 100 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ_კუნთებში 100 მგ დღე-ღამეში, მომდევნო 14 დღის განმავლობაში.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის კურსის ჩასატარებლად პრეპარატი ინიშნება კუნთებში დოზით 100მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 Dდღის განმავლობაში.
მსუბუქი კოგნიტური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მექსარონი ინიშნება კუნთებში დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს მექსარონი შეჰყავთ ვენაში წვეთობრივად დოზით 100-200 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში ან კუნთებში 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.
ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს შეყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში
მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) ნიშნავენ პირველ დღე-ღამეს, როგორც ოპერაციის წინა, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.
მწვავე შეშუპებული (ინტერსტიციალური) პანკრეატიტის დროს ნიშნავენ 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში.
ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს მექსარონს ნიშნავენ დოზით 100-200 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად და კუნთებში
ნეკროზული პანკრეატიტის საშუალო სიმძიმის ფორმის დროს - 200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად.
ნეკროზული პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს - დოზით 800მგ პირველ დღე-ღამეს ორჯერადი შეყვანის რეჟიმში. შემდეგ - 300მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკფარმა
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/
დოზა
50მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი