პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ethylmethylhydroxypyridine succinate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანტიოქსიდანტური პრეპარატები → ანტიოქსიდანტები
შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 0,125 გ მექსიდოლს
დამხმარე ნოვთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟასვა, კალციუმის სტეარატი, ტალკი; ტვინი -80, ტიტანის ორჟანგი.
აღწერა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის გარსით დაფარულ ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტს, რომლის ბირთვი ნაცრისფერია, ხოლო ბირთვის შიგთავსი – მოთეთრო ფერის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიოქსიდანტი, ანტიჰიპოგლიკემიური, ნოოტროპული და ტრანკვილიზური საშუალება. ათქ კლასიფიკაციის კოდი №07XX.
გამოყენების ჩვენება:
ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანხლებია განგაშის სინდრომი; ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკულატორული დისტონია; სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები (ფსიქორგანული სინდრომი და ასტენიური დარღვევებიო, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში მწვავე და ქრონიკული დარღვევებით, აგრეთვე ნეიროინფექციებითა და ინტოქსიკაციებით, ატროფიული პროცესებით); ხანდაზმულებში მეხსიერებისა და ინტელექტუალური უკმარისობის სამკურნალოდ; ექსტრემალური ფაქტორების კმარისობისას; ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია ნევროზის მსგავსი და ვეგეტატირუი დარღვევები.
წინააღმდეგჩვენება:
ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დარღვევები, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება:
მექსიდოლი ინიშნება პერორალურად, დოზა დგინდება პაციენტის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ. მკურნალობა იწყება დოზით 0,25-0,5 გ, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,25-0,5 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო – 0,8 გ-ს. პრეპარატის სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე. განგაშით, ვეგეტატირუი დისფუნქციით და კოგნიტური დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კურირებისას მექსიდოლი გამოიყენება 5-7 სღის განმავლობაში. პრეპრატრტის მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით, 2-3 დღის განმავლობაში დოზის შემცირებით.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად – გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მექსიდოლი კომბინაცია სხვა პსიქოტროპულ პრეპარატებთან, აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური, ანტიპარკინსონული საშუალებებისა და კარბამაზეპინის მოქმედებას, პრეპარატი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116770
ჯენერიკი
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/