თერაპიული ჩვენებები - პრობიოტიკული თერაპია ნაწლავური ფლორის დარღვევებისა და ვიტამინების ენდოგენური მალაბსორბციის დროს - დამხმარე მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან ქიმიოთერაპიით დაზიანებული ნაწლავური ფლორის აღსადგენად - ინტოქსიკაციის ან ნაწლავური ფლორის დარღვევებით და ვიტამინის მალაბსორბციით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დარღვევებიბ ავშვებში დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები: 2-3 ამპულა დღეში. ბავშვები (2-დან 11 წლამდე): 1-2 ამპულა დღეში. მეძუძური ჩვილები: 1-2 ამპულა დღეში პროჯერმილა მიიღება პერორალურად, ამპულის შემცველობა უნდა გაიხსნას რძეში, ტკბილ წყალში, ფორთოხლის წვენში ან ჩაიში. მისი გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ არ კეთდება ინექციით
უკუჩვენებები პირები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია პრეპარატის ერთ-ერთ კომპონენტზე. ორსულობა და ლაქტაცია თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ორსულად იყოთ, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პროჯერმილა უსაფრთხოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის.