დასახელება - სტარკოქსი ტაბლეტი 60მგ #30 თერაპიული ჩვენებები სტარკოქსი (ეტორიკოქსიბი) ნაჩვენებია: - ოსტეოართრიტის (ოა) და რევმატოიდული ართრიტის (რა) სიმპტომური შემსუბუქება - ანკილოზური სპონდილიტის (ას) მართვა - მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობა - მწვავე ტკივილის შემსუბუქება - ქრონიკული ჩონჩხ–კუნთოვანი ტკივილის შემსუბუქება - პირველადი დისმენორეის მკურნალობა - ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული მწვავე ტკივილის მკურნალობა, რომელიც ასოცირდება სტომატოლოგიურ ქირურგიასთან - ზომიერი და მძიმე პოსტოპერაციული მწვავე ტკივილის მკურნალობა, რომელიც ასოცირდება აბდომინურ გინეკოლოგიურ ქირურგიასთან დოზირება და მიღება ოსტეოართრიტი რეკომენდებული დოზაა 30 მგ ან 60 მგ დღეში ერთხელ. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ დღეში. რევმატოიდული ართრიტი და ანკილოზური სპონდილიტი რეკომენდებული დოზაა 60 მგ ან 90 მგ დღეში ერთხელ. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ დღეში. მწვავე პოდაგრული ართრიტი რეკომენდებული დოზაა 120 მგ დღეში ერთხელ. ეტორიკოქსიბის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ დღეში, შემოიფარგლება მაქსიმუმ 8–დღიანი მკურნალობით. მწვავე ტკივილი რეკომენდებული დოზაა 120 მგ დღეში ერთხელ. ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე სიმპტომების პერიოდის განმავლობაში, შემოიფარგლება მაქსიმუმ 8–დღიანი მკურნალობით. ქრონიკული ჩონჩხ–კუნთოვანი ტკივილი რეკომენდებული დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ. ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე სიმპტომების პერიოდის განმავლობაში, შემოიფარგლება მაქსიმუმ 8–დღიანი მკურნალობით. პირველადი დისმენორეა რეკომენდებული დოზა არის 120 მგ დღეში ერთხელ.