კამელინი-F-მ2 კაფსულა #30

კამელინი-F-მ2 კაფსულა #30

საქართველო

კამელინი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - კამელინი M2 / CAMELYN M2

ჩვენებები: „კამელინი– M2“ კაფსულები გამოიყენება, როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი), სიმსივნური დაავადებების (ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით), ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრამვებისა და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესი:კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი (2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კამელინი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კამელინი+ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი