გამოყენების წესი: დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, სიმპტომებზე და დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. დამწვრობებისა და ჭრილობების მკურნალობისას გამოიყენება მალამოიანი ნახვევი. თუთიის მალამო ბავშვებში გამოიყენება პროფილაქტიკისთვის დაოდვილობის თავიდან ასაცილებლად, როცა სხეულის დიდი ნაწილი შეხებაშია სველ თეთრეულან. აკნეს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას ,,თუთიის მალამო”-ს ეფექტურობა იზრდება ერითრომიცინის მალამოსთან კომბინაციაში გამოყენებისას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი.