ვიტამინოფთალმინა A მალამო თვალის 50000სე 5გრ ტუბი #1

ვიტამინოფთალმინა A მალამო თვალის 50000სე 5გრ ტუბი #1

პორტუგალია

ლუსომეკამენტ სოციედად ტექნიკა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ვიტამინოფთალმინა A 50000 სე/გ თვალისმალამო

ჩვენებები

ვიტამინოფთალმინა A, თვალის მალამო, ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

- კონიუნქტივური ჰიპოსეკრეცია;

- თვალის გაღიზიანება, რომელიც გრძელდება სამ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ვიტამინოფთალმინა A

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) რეტინოლის, პალმიტატის (ვიტამინი A) ან ვიტამინოფთალმინა A-ს რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენება

ვიტამინოფთალმინა A გამოიყენება თვალზე.

ყოველთვის გამოიყენეთ ვიტამინოფთალმინა A ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ოფთალმოლოგმა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

საშუალოდ, რეკომენდებულია მცირე რაოდენობით თვალის მალამოს წასმა, სულ მცირე, დღეში ორ-სამჯერ.

ხელსაყრელი შედეგის მიღებისას, წასმის რაოდენობა შეამცირეთ დღეში ორჯერ.

გამოყენების წესი

- დაზიანებული თვალის კონიუნქტივალური პარკის ფსკერზე დაიტანეთ თვალის მალამო ვიტამინოფთალმინა A-ს ექიმის მიერ მითითებული დოზა!
პრეპარატის გამოყენებისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს.
გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვითარდება.

ვიტამინოფთალმინა A-ს თვალზე გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც აღნიშნული არ არის ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლუსომეკამენტ სოციედად ტექნიკა
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
რეტინოლი
დოზა
50000სე
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი