ვიაგრა ტაბლეტი  50მგ  #4

ვიაგრა ტაბლეტი 50მგ #4

თურქეთი

ფაიზერი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Viagra - ვიაგრა 50მგ.4 ტაბლეტი

ჩვენებები:

ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა;
სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება;
პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.
მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ., ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა - ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.

გამოყენება ხანდაზმულ პირებში: ვინაიდან ხანდაზმულ პირებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 და 100 მგ-მდე.

გამოყენება ბავშვებში: პრეპარატი არ არის ნაჩვენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რაც გამოიხატება ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში და მხედველობის დაბინდვაში), პრიაპიზმის შემთხვევები.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
სილდენაფილი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი