დასახელება - კლონტი ტაბლეტი 200მგ #20 რას წარმოადგენს კლონტი (Klont) და როგორ გამოიყენება იგი კლონტის (Klont) ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება მეტრონიდაზოლი. იგი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს. იგი მოქმედებს ბაქტერიებსა და პარაზიტებზე, რომლებიც იწვევენ თქვენს ორგანიზმში ინფექციებს. კლონტი (Klont) ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში: ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა შორისაცაა სეპტიცემია (ინფექცია სისხლში), ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო სისტემის ინფექციების (ბაქტერიული ვაგინიტი (ასევე ცნობილი როგორც არასპეციფიკური ვაგინიტი, ანაერობული ვაგინიტი ან Gardnerella-თი გამოწვეული ვაგინიტი), უროგენიტალური ტრიქომონადოზი ქალებში (ტრიქომონული ვაგინიტი) და მამაკაცებში), მენჯის არეში, კუჭში, ნაწლავებში, ასევე ლამბლიოზი (ჟიარდიაზი). მწვავე წყლულოვანი გინგივიტის და სხვა სტომატოლოგიური ინფექციების მკურნალობა (მაგ. მწვავე პერიკორონიტი და მწვავე წვეტიანი ინფექციები). ანაერობული მიკროორგანიზმებით და წოლით (ზეწოლის წყლულები) გამოწვეული ფეხის ინფიცირებული წყლულების მკურნალობა. ამებიაზის ყველა ფორმის მკურნალობა (ნაწლავის და ექსტრაინტესტინალური დაავადების და ასიმპტომური ცისტების გამავრცელებლებისგან გამოწვეული დაავადების). პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა თქვენი დაავადების შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ. როგორ მივიღოთ კლონტი ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიიღება პერორალურად. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ. თქვენი მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს საჭიროებებზე და დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობთ. მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე. რეკომენდებული დოზები: ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა: მოზრდილები ჩვეული დოზა იწყება 800 მგ-ით და გრძელდება 400 მგ-ით ყოველ 8 საათში. გამოყენება ბავშვებში დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. დოზის მეღება ხდება განმეორებით ყოველ 8 საათში. თუ თქვენი შვილი 8 კვირაზე ნაკლები ხნისაა, მას მიეცემა ერთი დღიური დოზა ან ორი ცალკეული დოზა ყოველ 12 საათში. ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ ინფექციის თავიდან ასაცილებლად: მოზრდილები რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს ყოველ 8 საათში ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში. ოპერაციის შემდეგ თქვენ გაგიკეთდებათ მეტრონიდაზოლი ინტრავენურად ან რექტალურად სუპოზიტორიების სახით, ვიდრე არ შეძლებთ ტაბლეტების ხელახლა მიღებას. გამოყენება ბავშვებში მიეცით თქვენს შვილს მეტრონიდაზოლი ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე. დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ოპერაციის შემდეგ თქვენ გაგიკეთდებათ მეტრონიდაზოლი ინტრავენურად ან რექტალურად სუპოზიტორიების სახით, ვიდრე არ შეძლებთ ტაბლეტების ხელახლა მიღებას.