მეტაბოლური აციდოზის და მორეციდივე მეტაბოლური აციდოზის შემანარჩუნებელი მკურნალობა მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და თირკმლის მილაკოვანი აციდოზი).
ბიკარბონორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი. ამ ასაკობრივი ჯგუფის მონაცემები არ არსებობს. ბიკარბონორმი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პოპულაციაში.
პაციენტები, რომელთა არტერიული рН 7,2-ზე ნაკლებია საჭიროებენ ინფუზიურ მკურნალობას.
უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ალკალოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, დიეტა ნატრიუმის დაბალი შემცველობით. მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები: დოზა დამოკიდებულია მეტაბოლური აციდოზის სიმძიმეზე. რეგულარულად უნდა ხდებოდეს მჟავე-ტუტოვანი თანაფარდობის მონიტორინგი და მკურნალობის პროცესში პაციენტის რეაქციის მიხედვით დოზის კორექცია. მეტაბოლური აციდოზის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ნატრიუმის ბიკარბონატით მეტაბოლური აციდოზის მკურნალობას, თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, იწყებენ 2-3 ტაბლეტით დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. დოზირების რეგულირება ხდება ისე,რომ ბიკარბონატის კონცენტრაცია პლაზმაში 22 მმოლ/ლ -ზე ნაკლები არ უნდა იყოს . თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზის მკურნალობის კონტროლის დროს, ეფექტურია დღეში 8გ ნატრიუმის ბიკარბონატის მიღება გასტრორეზისტენტული ტაბლეტების სახით. მაგრამ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ნატრიუმის ბიკარბონატის უფრო მაღალი დოზები, აციდოზის სიმძიმის მიხედვით. პაციენტებს პრეპარატის მიღებისას უნდა გაუკონტროლდეთ წყალ-ელექტროლიტური ბალანსი ნატრიუმის ბიკარბონატში ნატრიუმის შემცველობის გამო.
შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 25 რС ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.