ელექტროვიტი პრობიოტიკით ლიმონის არომატით ტაბლეტი შუშხუნა #20
ელექტროვიტი პრობიოტიკით ლიმონის არომატით ტაბლეტი შუშხუნა #20

ელექტროვიტი პრობიოტიკით ლიმონის არომატით ტაბლეტი შუშხუნა #20

პოლონეთი

უნიპრო
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ელექტროვიტი პრობ.ლიმონი#20შუშ

შემადგენლობა

მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი; შემავსებელი: სორბიტოლი, გლუკოზა, კალიუმის ბიკარბონატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის კარბონატი, L-ასკორბინის მჟავა, არომატი; შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობელი: სუკრალოზა, პრობიოტიკული ბაქტერიები (Bidobacterium infantis BI02, Bidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG); საღებავი: რიბოფლავინი.

შეიძლება შეიცავდეს წარმოებულებს: გლუტენის შემცველი მარცვლეულს, სოიოს, რძეს.

თვისებები

ელექტროვიტ პრობიოტიკი შეიცავს ელექტროლიტების კომპლექსს, რომელიც გამდიდრებულია პრობიოტიკური ბაქტერიების 6 შტამით: Bifidobacterium infantis BI02, Bifidobacterium longum BL-G301, Lactobacillus acidophilus LA02, Lactobacillus helveticus LH060, Lactobacillus reuteri LRE02, Lactobacillus rhamnosus GG და ვიტამინი C.
პროდუქტში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
შეიცავს შაქარს და დამატკბობელ ნივთიერებას.

ელექტროლიტები და პრობიოტიკები განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელების, დიარეის და ღებინების მქონე პირთათვის.
ცხელების, ღებინების, დიარეის დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს - არა მარტო წყალს, არამედ მასში შემავალ იონებსაც. ამიტომ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ელექტროლიტების შევსება.

კალიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში და ხელს უწყობს ნერვ-კუნთოვანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
ქლორიდი არის ძირითადი ანიონური ელექტროლიტი.
მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ასევე დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას.
დოზირება

რეკომენდებულიდღიურიდოზა: 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში. მიიღება 2-4 ტაბლეტი დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
პარტიის თარიღი და ნომერი იხილეთ შეფუთვის ძირზე.

შენახვის წესი
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში, პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიპრო
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ბიკარბონატი+კალიუმის ქლორიდი+მაგნიუმის ციტრატი+გლუკოზა+ასკორბინის მჟ+ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი