ცეფ-400 კაფსულა 400მგ #7

ცეფ-400 კაფსულა 400მგ #7

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ცეფ-400 400მგ #7კაფს

სამკურნალო ჩვენებები:

ცეფ-400 ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ოტიტი.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბრონქიტი.

საშარდე გზების ინფექციები; მაგ: მწვავე ცისტიტი

დოზა და მიღების წესი

ცეფ-400-ს აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება.

მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არის 5-14 დღე.

12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები და ბავშვები: მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200-400 მგ დღე-ღამეში, მიიღება როგორც ეთჯერ, ასევე ორი გაყოფილი დოზით. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში რეკომენდებულია 400 მგ დღე-ღამეში. ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერხელ 200 მგ-ს მიღება.ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება მოზრდილებისთვის რეკომენდებული იგივე დოზის დანიშვნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის შეცვლა.

ბავშვები: ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ დღეში რომელიც მიიღება ერთხელ ან ორი გაყოფილი დოზით. ასე უნდა მოხდეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზოგადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია საბავშვო პერორარული სუსპენზიის დანიშვნა.50 კგ-ზე მეტი სხეული მასის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მკურნალობა ხდება მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით. ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენება:

პაციენტები რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების ან ამ პროდუქტში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დრაგ ინტერნაციონალი
ქვეყანა
ბანგლადეში
ჯენერიკი
ცეფიქსიმი
დოზა
400მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი