გლიატილინი ხსნარი ორალური 600მგ/7მლ 7მლ #10
გლიატილინი ხსნარი ორალური 600მგ/7მლ 7მლ #10

გლიატილინი ხსნარი ორალური 600მგ/7მლ 7მლ #10

ესპანეთი

იტალფარმაკო
პროდუქტის შესახებ
დასახელება - გლიატილინი 600 მგ ფლაკონები

რა არის გლიატილინი და რისთვის გამოიყენება
გლიატილინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქოლინის ალფოსცერატს, რომელიც გამოიყენება ტვინის ფუნქციების სტიმულირებისთვის.
იგი განსაკუთრებით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ტვინის ასაკობრივი დეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ტვინში სისხლის არასაკმარისი ნაკადით გამოწვეული მდგომარეობების ნიშნები და სიმპტომები ან კოგნიტური და ორიენტაციის დარღვევები, რომლებიც ვლინდება შემდეგით:
მეხსიერების დაკარგვა
ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია
მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება
ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
ასევე ნაჩვენებია ქცევითი პრობლემების და ხანდაზმულებში ემოციურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის:
ემოციურობა
გაღიზიანება
გულგრილობა გარემოს მიმართ
გლიატილინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულან 1 ფლაკონი დღეში ორჯერ.
საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა.
თუ მიიღეთ გლიატილინის ჭარბი დოზა
შემთხვევით გლიატილინის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ გლიატილინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიატილინის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იტალფარმაკო
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ქოლინის ალფოსცერატი
დოზა
600მგ/7მლ
ფორმა
ხსნარი ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
7მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი