პროდუქტის შესახებ
დასახელება - მეტფორმინ 850 / Metformin 850
ჩვენებები
მეტფორმინ 850 განეკუთვნება მოზრდილებში გამოსაყენებელ 2 ტიპის ინსულინ დამოუკიდებული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.
მეტფორმინ 850 გამოიყენება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში გლუკოზის დონის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი ჭარბწონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში ადეკვატურად ვერ არეგულირებს გლუკოზის დონეს. მეტფორმინ 850 ინიშნება როგორც მარტო (მონოთერაპია), ასევე კომბინირებული თერაპიის სახით სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად.
2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში აღინიშნა დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემცირება, როდესაც წარუმატებელი დიეტის შემდეგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდი გამოიყენებოდა ძირითადი თერაპიის სახით.
მიღების წესები და დოზები
მეტფორმინ 850 მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მედიკამენტის მიღების შესახებ, მან უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტფორმნ 850-ის ინდივიდუალური დოზა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად და რეგულარულად ხდება მისი კონტროლი.
500 მგ აქტიური ნივთიერების _ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის შემცველი შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება საჭირო დოზის შესანარჩუნებლად. ექიმის მიერ დანიშნული განსხვავებული დოზირების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
ჩვეულებრივ, მეტფორმინ 850 საწყისი დოზა შეადგენს 2-3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში (ექვივალენტური 1700-2550 მგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდისა), ჭამის დროს ან შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში (ექვივალენტური 2550 მგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდისა).
შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად საკმარის რაოდენობა სითხესთან ერთად, ჭამის დროს ან შემდეგ. თუ საჭიროა 2 ან მეტი შემოგარსული ტაბლეტის მიღება, ეს დოზა უნდა გადანაწილდეს მთელ დღეზე, მაგალითად 1 შემოგარსული ტაბლეტი საუზმის შემდეგ და ერთი _ ვახშმის შემდეგ.
თუ მეტფორმინ 850-ის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, პაციენტმა უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან მეტფორმინ 850-ში შემავალი ნებისმიერი კომპონენტისადმი;
- სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (დიაბეტური კეტოაციდოზი), კომის წინამორბედი მდგომარეობა (დიაბეტური პრეკომა);
- თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის დისფუნქცია (თირკმლის უკმარისობა შრატში კრეატინინის მომატებასთან ერთად);
- მწვავე მდგომარეობები, როდესაც მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მაგალითად:
- სითხის დაკარგვა შეუპოვარი ღებინების ან ძლიერი დიარეის შედეგად (დეჰიდრატაცია),
- მძიმე ინფექციები,
- ცირკულატორული კოლაფსი (შოკი),
- იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებების ინტრავენური შეყვანა რადიოლოგიური კვლევების წინ, კვლევის დროს ან 48 საათის შემდეგ;
- მწვავე და ქრონიკული დაავადებების შედეგად ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების დარღვევა (ქსოვილოვანი ჰიპოქსია), მაგალითად:
- გულისა და სუნთქვის უკმარისობა,
- გულის შეტევა (ახალგადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი),
- ცირკულატორული კოლაფსი (შოკი);
- ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
- ლაქტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25oC დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვადა მითითებულია ბლისტერზე და შესაფუთ ყუთზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
194835
ბრენდი
ცენტრ სპეციალიტე ფარმაცეუტიკ/ბიოგარანი
ჯენერიკი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი