მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #2
მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #2

მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #2

იტალია

ზამბონი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - მონურალი 3გ ფხვ.#1პაკ

ჩვენება:
• მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები;
• ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი;
• უსიმპტომო მასიური ბაქტერიურია ორსულებში;
• საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციები;
• საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებისას.

უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ),
5 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეში უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 2 საათით გვიან, უმჯობესია ძილის წინ, წინასწარ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

მოზრდილები:
1 პაკეტი (3გ.) ერთხელ დღეში.
საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევის დროს, ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური პროცედურებისას მონურალის მიღება ხდება დღეში 2-ჯერ ზემოაღნიშნული დოზებით: 3 საათით ადრე ჩარევამდე და ჩარევიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.

5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
დღიური დოზა 2გ დღეში ერთხელ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1 დღე.
შედარებით მძიმე შემთხვევებში(ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) გამოიყენება კიდევ ერთი პაკეტი 24 საათის შემდეგ.
თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის დაქვეითება და ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზამბონი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ფოსფომიცინი
დოზა
3გრ
ფორმა
გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
2
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი