გამოიყენება: ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების, (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა პირველი, მეორე, მესამე–ა ხარისხის, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქის და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებების და მწვავე პერფორაციული ოტიტის, კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.
გარდა ინსტრუქციაში მითითებული სამკურნალო თვისებებისა, "მწვანე მალამო" სწრაფად ალაგებს გარუჯვის შედეგად განვითარებულ დამწვრობას.