კარსილი მაქსი კაფსულა 110მგ #30

კარსილი მაქსი კაფსულა 110მგ #30

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Carsil - კარსილი მაქსი 110მგ 30 კაფსულა

კარსილი მაქსი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც ექსტრაგირებულია ბაყაყურას ნაყოფისაგან. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). რაც უზრუნველჰყოფს ღვიძლის უჯრედების დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან და მათ სწრაფად აღდგენას.

კარსილი მაქსი გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის პროფესიულის).
როგორ უნდა მიიღოთ კარსილი მაქსი კაფსულები

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კაფსულებს იღებენ შიგნით, პერორალურად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

მოზრდილები და მოზარდები

მკურნალობა ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევებში იწყება დოზირებით – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში.

მსუბუქი და საშუალოდ მძიმე შემთხვევებისას დღიური სამკურნალო დოზა შეადგენს -

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

ქრონიკული ინტოქსიკაციისა პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.
როგორ უნდა შეინახოთ კარსილი მაქსი

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ კარსილი მაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
სილიმარინი
დოზა
110მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი