მოზრდილები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD) - ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა - განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით. შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის - Helicobacter pylori -თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცების მიზნით. - პეპტიკური წყლულების რეციდივის პრევენცია Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.
პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი თერაპია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულების შეხორცება. - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. ხანგრძლივი მკურნალობა ი.ვ. ინდუცირებული პეპტიკური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პრევენციის შემდეგ. ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა მოზარდები 12 წლის ასაკიდან გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD) - ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა - განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციი მიზნით. - გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში Helicobacter pylori-ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
დოზირება და გამოყენების მეთოდი დოზირება მოზრდილები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD) - ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა 40 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში. დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.
- განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის პრევენციის მიზნით 20 მგ დღეში ერთჯერ.
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GORD) სიმპტომური მკურნალობა
20 მგ დღეში ერთჯერ ეზოფაგიტის არმქონე პაციენტებში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების ალაგების შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ დღეში ერთჯერ მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალევ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკი, სიმპტომების შემდგომი კონტროლი მოთხოვნილების შესაბამისი რეჟიმის გამოყენებით რეკომენდებული არ არის.
კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის
- Helicobacter pylori-თან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება და