ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა გამოყენების წესი და დოზები
ტენოვიქსი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად. ხსნარის მოსამზადებლად ფხვნილის შემცველ ფლაკონს უნდა დაემატოს გამხსნელი და ფრთხილად შეინჯღრეს ფლაკონი, რომ ფხვნილი მთლიანად გაიხსნას. აკრძალულია ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ხილულ უხსნად ნაწილაკებს, ასევე სხნარის, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან გამჭვირვალობა. მზა ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმად დუნდულის კუნთის გარეთა ზედა კვადრატში ან ნელა ინტრავენურად.
თერაპიის ხანგრძლივობას და ტენოვიქსის დოზებს განსაზღვრავს ექიმი.
მოზრდილებისთვის ტენოვიქსის რეკომენდებული საშუალო დოზა არის 20 მგ დღე-ღამეში.
მოზრდილებში ართრიტის მწვავე ფორმის დროს, როგორც წესი, ინიშნება ტენოვიქსის 40 მგ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც გადადიან დღე-ღამეში 20 მგ-ის შეყვანაზე. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიშვება ტენოვიქსის დოზის შემცირება დღე-ღამეში 10 მგ-მდე.
დანიშნული დოზის გამოყენება უნდა მოხდეს ერთ მიღებაზე. უკუჩვენებები
ანამნეზში ტენოქსიკამის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან ფხვნილის დამატებითი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებზე მითითებები; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის ანამნეზში), გასტრიტის მძიმე ფორმა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (მათ შორის ანამნეზში); კასპირინული ტრიადალ ანამნეზში, ლაქტოზას აუტანლობა; თირკმლის ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; სისხლის დაავადებები: ჰემოფილია, კოაგულაციის გამოხატული დარღვევები; ბავშვთა ასაკი; ორსულობის მესამე ტრიმესტრი ვარგისობის ვადა