პანკრაზა კაფსულა 25000სე #20

პანკრაზა კაფსულა 25000სე #20

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
დასახელება - პანკრაზა 25000 ერთეული 20 კაფსულა

გამოყენების ჩვენებები

- კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოგენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები;

- მუკოვისციდოზის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი ეგზოგენური ფუნქციის კომპენსაციისთვის.
გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის და მოხმარებული საკვების შემადგენლობის მიხედვით.

ბავშვები

დოზის გაანგარიშება ხდება სხეულის წონიდან გამომდინარე.

საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეადგენს ლიპაზას 1000 ევრ. ფარმ. ერთეულს სხეულის წონის 1 კგ-ზე საკვების ერთ მიღებაზე და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 500 ევრ. ფარმ. ერთეულს სხეულის წონის 1 კგ-ზე საკვების ერთ მიღებაზე.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

დოზის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, საკვების მონელების დარღვევის ხარისხის და საკვებში ცხიმების შემცველობის მიხედვით.

ზოგადი რეკომენდებული დოზა შეადგენს ლიპაზას 20000-80000 ევრ. ფარმ. ერთეულს საკვების ერთ მიღებაზე (შეესაბამება 2-8 კაფსულა პანკრაზა 10000 ევრ. ფარმ. ერთეულს ან 1-3 კაფსულა პანკრაზა 25000 ევრ. ფარმ. ერთეულს).
უკუჩვენებები

დამტკიცებული ჰიპერმგრძნობელობა ღორისგან მიღებული პროდუქტების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

კლინიკური მონაცემები კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატებით ორსული ქალების მკურნალობის შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ღორისგან მიღებული კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების აბსორბცია არ გამოვლენილა, ამიტომ რეპროდუქციული ან ონტოგენეტიკური ტოქსიკურობის განვითარება მოსალოდნელი არ არის.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პანკრეატინი (ლიპაზა+ამილაზა+პროტეაზა)
დოზა
25000სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი