გამოყენების ჩვენებები _ აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული (მაგალითად, მეტეორიზმის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში, აგრეთვე ჩვილებში) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმპტომური მკურნალობა; _ ნაწლავთა კოლიკა; _ დამხმარე ნივთიერების სახით მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური კვლევებისთვის (მაგალითად, რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი კვლევა, ენდოსკოპიური კვლევა, მათ შორის, კონტრასტული საშუალებების სუსპენზიებთან დანამატის სახით ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად) მოსამზადებლად; _ როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით (სარეცხი ფხვნილებით ან სხვა სარეცხი საშუალებებით) ინტოქსიკაციის დროს.
აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, ნაწლავთა კოლიკა 1 წლამდე ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 5-10 წვეთი ბავშვის ყოველ კვებაზე (ემატება ბავშვის კვებას ბოთლში ან ეძლევა პატარა კოვზით კვების დროს ან შემდეგ). 1-6 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში. 6-14 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25-50 წვეთი (1-2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში. 14 წლის ბავშვები და უფროსები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 50 წვეთი (2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში. მეტიგასტის მიღება ასევე შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში. წინააღმდეგჩვენებები _ ჰიპერმგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; _ ნაწლავთა გაუვალობა; _ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა. შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.