- შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, ფილტვების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების შედეგად
- ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია მონოთერაპიის ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციის სახით გამოყენების წესი და დოზირება
ტადრეტა, ტაბლეტები ინიშნება შიგნით დღეში 1-ჯერ, საკვების მიღების მიუხედავად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით.
შეშუპების დროს:
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. აუცილებელი შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, დოზა იზრდება 20 მგ-მდე დღეში ერთხელ, ზოგიერთ შემთხვევაში 40 მგ-მდე.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. აუცილებელი შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, დოზა დაახლოებით ორჯერ იზრდება, სანამ ადექვატური შარდმდენი რეაქცია არ მიიღება.
არტერიული ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2,5 მგ-დან 5 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება თორმეტი კვირის უწყვეტი მკურნალობის შემდეგ.
თუ 4-6 კვირაში არ არის მიღწეული არტერიული წნევის საჭირო დაწევა, დოზა უნდა გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო თუ ეს დოზა არ იძლევა სასურველ ეფექტს, მკურნალობის სქემას უნდა დაემატოს სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები არ საჭიროებენ დოზის სპეციალურ შერჩევას.
ბავშვები
უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ