ეპლერენონი ნორმონი EFG ტაბლეტი 25მგ #30
ეპლერენონი ნორმონი EFG ტაბლეტი 25მგ #30

ეპლერენონი ნორმონი EFG ტაბლეტი 25მგ #30

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Eplerenona

გამოყენება:
ეპლერენონი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ალდოსტერონის სელექტიურ ბლოკატორებს. ბლოკატორები თრგუნავენ ალდოსტერონის მოქმედებას, ნივთიერებას, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში და აკონტროლებს არტერიულ წნევას და გულის ფუნქციას. ალდოსტერონის მაღალმა დონემ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები, რაც იწვევს გულის უკმარისობას.

ეპლერენონი ნორმონი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მისი მიმდინარეობის გაურესების პრევენციისათვის და ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად, თუ პაციენტს:
1. უახლეს წარსულში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, ან
2. აღენიშნება მუდმივი, სუსტი ხასიათის სიმპტომები იმ მკურნალობის მიუხედავად, რომელსაც ის იტარებს.ეპლერენონი

ნორმონის მიღებამდე:

დაუშვებელია ეპლერენონი ნორმონის მიღება
- თუ პაციენტი ალერგიულია ეპლერენონის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფი 6-ში);

- თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის მაღალი დონე სისხლში (ჰიპერკალიემია);

- თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ორგანიზმიდან გამოყოფენ ჭარბ სითხეს (კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები) ან “მარილის ტაბლეტები” (კალიუმის დანამატები);

- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების მძიმე დაავადება;

- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

- თუ პაციენტი იღებს სოკოვანი ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი);

- თუ პაციენტი იღებს ანტივირუსულ მედიკამენტს აივ ინფექციის სამკურნალოდ (ნელფინავირი ან რიტონავირი);

- თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი ან ტელითრომიცინი);

- თუ პაციენტი იღებს ნეფაზოდონს დეპრესიის სამკურნალოდ;

- თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს გულის გარკევეული პათოლოგიების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები (არბ)) ერთდროულად.

მიღების წესი:

საწყისი დოზაა ერთი 25 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში, რომელიც 4 კვირის შემდეგ იზრდება 50 მგ-მდე ერთხელ დღეში (ერთი 50 მგ ტაბლეტი ან ორი 25 მგ ტაბლეტი). მაქსიმალური დოზაა 50 მგ დღეში.

შენახვის წესი :
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ძc-ის ქვემოთ.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ეპლერენონი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი