ფერსინოლ-F ტაბლეტი 100მგ+350მკგ #30

ფერსინოლ-F ტაბლეტი 100მგ+350მკგ #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ფერსინოლ-F
Fersinol-F
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი + ფოლიუმის მჟავა
Ferric hydroxide polymaltose complex + Folic acid

შემადგენლობა: ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: 100მგ რკინა (რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის ფორმით), 0,35მგ ფოლიუმის მჟავა; დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000, მანიტი, ტალკი, ასპარტამი, არომატიზატორი ,,შოკოლადი”.

ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის და ანემიის გარეშე რკინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფოლიუმის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში. რკინის დეფიციტის დიაგნოზი და ხარისხი უნდა დადასტურდეს შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევებით.

გამოყენების წესი და დოზები: ფერსინოლ-F მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. სადღეღამისო დოზის მიღება უნდა მოხდეს ერთდროულად ან დაიყოს რამდენიმე მიღებად. შესაძლებელია ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა ან დაღეჭვა.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ფოლიუმის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილების არსებობისას: 2-3 ტაბლეტი დღე-ღამეში.
ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევის შემდეგ: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში მინიმუმ ორსულობის ბოლომდე, რკინის მარაგების შევსების მიზნით.
ანემიის გარეშე რკინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ფოლიუმის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილების არსებობისას: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.
გამოყენება ბავშვებში: ფერსინოლ-F-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებში არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან მათი ცნობილი აუტანლობა; რკინით გადატვირთვა (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი); რკინის უტილიზაციის დარღვევები (ანემია ტყვიით მოწამვლის დროს, სიდეროაქრესტული ანემია, თალასემია); ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის უკმარისობასთან (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია ან B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მეგალობლასტური ანემია).

შესაძლო გვერდითი მოვლენები: განავლის შეფერადება არის კარგად ცნობილი გვერდითი მოვლენა რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენების დროს. ეს რეაქცია არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად და ხშირად არ ხდება მის შესახებ შეტყობინება. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა, დიარეა და მუცლის ტკივილი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად-განავლის შეფერადება; ხშირად - დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი (მათ შორის დისპეფსია, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის შებერილობა), ყაბზობა; არახშირად - ღებინება (რეგურგიტაციის ჩათვლით), კბილების შეფერვა, გასტრიტი.

გევრდითი მოვლენების შეტყობინება: სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების ან ისეთი ახალი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც ამ პუნქტში აღწერილი არ არის, საჭიროა შეტყობინება ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები: ანემიის მკურნალობა ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ეფექტის არარსებობის შემთხვევაში (ჰემოგლობინის დონე არ გაიზარდა დაახლოებით 2-3 გ-დლ სისხლში 3 კვირის განმავლობაში), მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
ფერსინოლ-F შეიცავს ფოლიუმის მჟავას და ამიტომ შეიძლება დაფაროს B12 ვიტამინის დეფიციტი. შეუქცევადი ნევროლოგიური დარღვევების რისკის გათვალისწინებით, მკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონილია გამოირიცხოს B12 ვიტამინის შესაძლო დეფიციტი ანემიის მქონე პაციენტში.
პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს განავლის შეფერადება მუქ ფერად, რაც არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც სისხლის განმეორებით გადასხმას იკეთებენ, რადგან ერითროციტებთან ერთად ხდება რკინის მიეწოდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რკინით გადატვირთვა.
ინფექციებმა ან სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდი+ფოლის მჟავა
დოზა
100მგ+350მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი