მუკონექსი C ტაბლეტი შუშხუნა 600მგ+200მგ #30
მუკონექსი C ტაბლეტი შუშხუნა 600მგ+200მგ #30

მუკონექსი C ტაბლეტი შუშხუნა 600მგ+200მგ #30

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - მუკონექსი-C / Muconex C

რა არის მუკონექსი-C და რისთვის გამოიყენება იგი?

მუკონექსი-C არის თეთრი მრგვალი შუშხუნა ტაბლეტები. 2 პოლიპროპილენის ტუბში, რომლებიც დალუქულია მოლეკულური საცრის მქონე და სილიკა გელის შემცველი თავსახურით, მოთავსებულია 30 (2x15) შუშხუნა ტაბლეტი.

მუკონექსი-C არის პრეპარატი, რომელიც მიიღება წყალში სრულად გახსნის შემდეგ.

მუკონექსი-C აქტიური სუბსტანციების სახით შეიცავს აცეტილცისტეინს და ასკორბინის მჟავას. აცეტილცისტეინი არის ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული. მას აქვს ამოსახველებელი ეფექტი. იმის გამო, რომ ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ეს ვიტამინი რეგულარულად უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად.

მუკონექსი-C არის მუკოლიზური პრეპარატი (მედიკამენტი, რომელიც ათხელებს ნახველს, ლორწოს) და გამოიყენება ბრონქო-პულმონარული (ბრონქები და ფილტვები) დაავადების და ბრონქული სეკრეციის (სასუნთქი გზების სეკრეციის) დარღვევების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა სქელი ნახველის გათხიერება, შემცირება და ამოხველების პროცესის გაადვილება (ნახველის გამოყოფა).
მითითებები გამოყენების წესის და დოზირების/სიხშირის შესახებ:

თუ სხვაგვარად არ არის ნაჩვენები, მუკონექსი-C-ს რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შეადგენს ერთი შუშხუნა ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ.

მუკონექსი-C ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

მუკონექსი-C არ უნდა იქნას გამოყენებული 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ სხვაგავარად არ არის რეკომენდირებული.

ექიმმა შეიძლება მდაგინიშნოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა მკურნალობაზე თქვენი პასუხის შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ შეცვალოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკს, უნდა მიიღონ მუკონექსი-C ანტიბიოტიკის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
როგორ ინახება მუკონექსი-C ?

შეინახეთ მუკონექსი-C ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 250C–ზე ქვემოთ, მშრალ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აბდი იბრაჰიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
აცეტილცისტეინი+ასკორბინის მჟ
დოზა
600მგ+200მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი