ციტოპრამი ტაბლეტი 10მგ #30

ციტოპრამი ტაბლეტი 10მგ #30

მალტა

აქტავისი მალტა
პროდუქტის შესახებ
ციტოპრამი (CITOPRAM) 10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ესციტალოპრამი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობა, რადგანაც ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან მკურნალობის პროცესში შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. აღნიშნული მედიკამენტი ენიშნება პაციენტს, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვისთვის მიცემა, აღნიშნული შეიძლება საზიანო იყოს მათთვის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ პაციენტი შენიშნავს გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ესციტალოპრამი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის სახით). სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, კროსკარელოლის ნატრიუმი, ტალკი,მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჰიპრომელოზი 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000.

ჩვენება: დეპრესია (სერიოზული დეპრესიული ეპიზოდები); პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე (მაგ. გარეთ გასვლის შიში, ხალხში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შიში); სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია); განზოგადებული შფოთვა; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ესციტალოპრამის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. თუ ღებულობს მონოამინოოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტებს, მათ შორის სელეგილინის (გამოიყენება პარკისონის დაავადების მკურნალობისას), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის მკურნალობისას) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი); თუ აქვს გულის რითმის თანდაყოლილი დარღვევა, ან თუ გამოუვლინდა გულის რითმის დარღვევა (რომელიც ჩანს ეკგ გამოკვლევაზე, რომელიც გამოავლენს პაციენტის გულის ფუნქციონირებას). თუ ღებულობს მედიკამენტებს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ, ან პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რითმზე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: თუ პაციენტს აქვს ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა, ან დაავადება, უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს ციტოპრამის მიღებამდე, რადგანაც შესაძლოა საჭირო იყოს მათი მხედველობაში მიღება მკურნალობის დროს. თუ აქვს ეპილეფსია. ციტოპრამით მკურნალობა უნდა შეწყვიტოს, თუ აღმოაჩნდება, ან გაუხშირდება შეტევები. თუ აწუხებს ღვიძლის, ან თირკმელების დისფუნქცია. მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის კორექტირება. თუ აქვს დიაბეტი. ციტოპრამით მკურნალობამ შესაძლოა დაარღვიოს გლუკოზის დონე სიხლში. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და-ან შიგნით მისაღები ანუ პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თუ აქვს ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში; თუ აქვს კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალემია -ჰიპომაგნიემია). თუ მიდრეკილი არის სისხლდენის ადვილად დაწყებისაკენ, ან სისხლჩაქცევების (სილურჯეების) ადვილად წარმოშობისაკენ. თუ  იტარებს ელექტროკონვულსიურ თერაპიას; თუ აქვს, ან ჰქონია წარსულში გულის პრობლემები, ან ახლო წარსულში გადაიტანა გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი); თუ აქვს დაბალი პულსი და-ან იცის რომ აქვს მარილების ნაკლებობა ხანგრძლივი დიარეას, ან ღებინების (გულისრევა), ან დიურეტიკების (სარდმდენი პრეპარატები) მიღების შედეგად. თუ შეამჩნია გულის სწრაფი, ან არათანაბარი რითმი, გულის წასვლა, კოლაფსი, ან შეტევა ფეხზე ადგომისთანავე, შეიძლება მიანიშნებდეს გულის რითმის არარეგულარულ ფუნქციონირებაზე; თუ აქვს გულის იშემიური დაავადება; თუ ანამნეზში აქვს, ან ამჟამად აღენიშნება გლაუკომა.
საჭიროა გათვალისწინება, რომ ზოგიერთი პაციენტი მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევით შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. დამახასიათებელია აზრების უჩვეულო და სწრაფი ცვლა, უსაფუძვლო სიხარულის გრძნობა და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მკურნალობის პირველ კვირებში შესაძლოა აღმოაჩნდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა მოუსვენრობა, ან მშვიდად ჯდომის, თუ დგომის შეუძლებლობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აქტავისი მალტა
ქვეყანა
მალტა
ჯენერიკი
ესციტალოპრამი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი