ბენე ელექტროლიტი ხსნარი 62.5მლ პაკეტი #8
ბენე ელექტროლიტი ხსნარი 62.5მლ პაკეტი  #8

ბენე ელექტროლიტი ხსნარი 62.5მლ პაკეტი #8

ესპანეთი

როიჯა ნატურ ფარმა ბენე ფარმისთვის
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: 0 გ ლიპიდებს, ამათგან 1.22 გ კარბოჰიდრატებს, 0.91 გ შაქარი, 0 გ პროტეინი, 218.76 მგ ციტრატი, 111.54 მგ ქლორი, 86.68 მგ ნატრიუმი, 57.42 მგ კალიუმი, მთლიანი ოსმოლარობა 216 ოსმ.ლ;

ჩვენებები: რეჰიდრატაციისთვის სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის და ღებინების დროს, დიაბეტი, ოფლიანობა გამოწვეული ვარჯიშით, სიცხეში მძიმე სამუშაოს შესრულებით, ან მაღალი ტემპერატურით, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს. წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია ღებინების ან ფარარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის გაუწყლოვნების დროს, აციდოზის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებისთვის უნდა მოხდეს პაკეტის გაჭრა. პაკეტის შიგთავსი მიიღება პირის ღრუდან მცირე ულუფებად ყოველ 2-3 წუთში ან მთლიანი პაკეტი ერთიანად (სურვილის მიხედვით) პირველ დღეს ჩვილებმა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 250მლ (4 პაკეტი) ელექტროლიტ ბენე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 პაკეტი. პროდუქტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას. პაკეტი მიიღება პირდაპირ ან შესაძლებელია გაყინვა და გაყინული სახით მიიღება (ნაყინის მსგავსად)".

გარეგნული სახე და შეფუთვა: ელექტროლიტ ბენეს პაკეტი #8. 1 პაკეტი შეიცავს 62.5 მლ ხსნარს ლიმონის არომატით.

შენახვის პირობები: პაკეტი ინახება მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: რიოჯა ნატურე ფარმა., ესპანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
როიჯა ნატურ ფარმა ბენე ფარმისთვის
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
გლუკოზის მონოჰიდრატი+კარაგენანი+ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი+ლიმონმჟავა+ნატრიუმის ქლორი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
8
მოცულობა
62.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი