საერთაშორისო დასახელება - Sertaconazole სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების კრემი.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კრემის 1 გრ შეიცავს 20 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს. დამხმარე ნივთიერებები: ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლ პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინ იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: თეთრი რბილი კრემი, უსუნო ან ცხიმის სუსტი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებული. ჩვენებები ზედაპირული მიკოზები: დერმატოფიტოზები; წვივების, ტერფების და მტევნების მიკოზები; სხეულის მიკოზები; წვერის მიკოზი; კანდიდოზი; ფერადი ლიქენი, სებორეული დერმატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თანაბარი თხელი ფენით, რომელიც მოიცავს გარშემო მოთავსებულ დაახლოებით 1 სმ ჯანმრთელი კანს, ყოველდღე ერთხელ ან ორჯერ დღეში (საღამოს ან დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის ეტიოლოგიასა და ინფექციის ლოკალიზაციაზე. როგორც წესი, დაავადების კლინიკო-ლაბორატორიული განკურნება აღინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში. თუმცა მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა სრული გამოჯანმრთელების მისაღწევად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეადგენს 4 კვირას.
გვერდითი მოვლენები პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა როგორც ჯანმრთელ კანზე, ასევე დაზიანებულ კანზე დატანებისას. პრეპარატის წასმის ადგილზე შესაძლებელია განვითარდეს სწრაფი შექცევადი ერითემატოზული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა სერტაკონაზოლის, კრემ ზალაინის სხვა კომპონენტების, ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
ჭარბი დოზირება: გარეგანი გამოყენებისას კრემ ზალაინით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის შემთხვევით შიგნით მოხვედრისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. განსაკუთრებული მითითებანი ნუ გამოიყენებთ კრემ ზალაინს ოფტალმოლოგიურ პრაქტიკაში. არ არის რეკომენდებული მჟავე სარეცხი საშუალებების გამოყენება, ვინაიდან მჟევ გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების გამრავლებას. ბავშვებში კრემ ზალაინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ცხოველებზე ჩატარებულ კველვებში სერტაკონაზოლის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები არ აღინიშნებოდა. ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოება სპეციალურად არ იყო შესწავლილი. დიდ დოზებში კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისხლის შრატში სერტაკონაზოლი არ ვლინდება, და ორსულებისა და ახალშობილებისათვის შესაძლო რისკის არსებობა დადგენილი არ არის. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რიკს ნაყოფისათვის. ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება კრემის წასმა სარძევე ჯირკვლებზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობისას ექიმთან უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კრემ ზალაინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.