კლოტრიმაზოლი არისტო კრემი ვაგინალური 2% 20გრ ტუბი+აპლიკატორი #1
კლოტრიმაზოლი არისტო კრემი ვაგინალური 2% 20გრ ტუბი+აპლიკატორი #1

კლოტრიმაზოლი არისტო კრემი ვაგინალური 2% 20გრ ტუბი+აპლიკატორი #1

გერმანია

ფარმა ვერნიგეროდ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - clotrimazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის → აზოლების ჯგუფი

შემადგენლობა:
კლოტრიმაზოლი BP 1% w/w 1,086გრ.
კრემის ფუძე, რომელიც შეესაბამება ხარისხის სერტიფიკატს
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ანტიმიკოზური საშუალება

ჩვენებები:
გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში ყურის ინფექციების დროს.
კლოტრიმაზოლის კრემი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისათვის კანდიდოზის დროს, რომელიც გამოწვეულია Candida albicans -ის მიერ. შემომსალტველი ლიქენის დროს, რომელიც გამოწვეულია Malassezia furfur -ის მიერ.
აგრეთვე გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისთვის შემდეგი დერმალური ინფექციების დროს: tinea pedis, tinea cruris, tinea corporis, რომლებიც გამოწვეულია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, da Microsporum canis- ის მიერ.

გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კანზე ლოკალური გაღიზიანების კერის წარმოქმნა სუსტი წვის შეგრძნებით, გაწითლებით და ქავილით.

დოზირება და გამოყენების წესი:
შეიზილეთ კლოტრიმაზოლის კრემის საკმარისი რაოდენობა კანის დაზიანებულ უბანში და გარშემომცველ უბნებში დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. კლინიკური გაუმჯობესება, რომელიც გამოიხატება ქავილის შემცირებაში, ძირითადად ვითარდება კლოტრიმაზოლის კრემით მკურნალობის პირველი კვირის გასვლისას. იმ შემთხვევაში, როცა კლოტრიმაზოლის მკურნალობის 4 კვირიანი კურსის შემდგომ კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
ლაბორატორული კვლევები:
იმ შემთხვევაში, როცა კლინიკური გაუმჯობესება არ ვლინდება, საჭიროა მიკრობიოლოგიური გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება დიაგნოზის დასამტკიცებლად და სხვა პათოგენების გამოსარიცხად, აგრეთვე ანტიმიკოზური მკურნალობის სხვა მეთოდის ასარჩევად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სინერგიზმი ან ანტაგონიზმი კლოტრიმაზოლს და ნისტატინს შორის, ან ამფოტერიცინ B-ს და ფლუციტოზინს შორის. ალბიცანს-ის მიმართ ცნობილი არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმა ვერნიგეროდ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
კლოტრიმაზოლი
დოზა
2%
ფორმა
კრემი ვაგინალური
შეფუთვა
ტუბი+აპლიკატორი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი