შემადგენლობა ერთი შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება: ტინიდაზოლი 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მეტაკრილის მჟავა - მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:1), სალმანდი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, პოლისორბატი. მოქმედება ტინიდაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული. პრეპარატი აქტიურია პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. ამ ჯგუფებში შედიან ტრიქომონასები, ენტამება და ლამბლიები. პრეპარატი აღწევს ბაქტერიის უჯრედში და არღვევს დნმ-ის სპირალისებრ სტრუქტურას ან თრგუნავს მის სინტეზს.
ჩვენება გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: -ანაერობული ინფექციები: -მუცლის ღრუში - პერიტონიტი, აბსცესი; -გინეკოლოგიური - ენდომეტრიტები, ენდომეტრიოზი, ტუბოოვარული აბსცესი; -პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექცია; -ბაქტერიული სეპტიცემია კლინიკური ჩვენების არსებობისას და თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა პრეპარატის შიგნით მიღების საშუალებას; -კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; -ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - პნევმონია, ემპიემა, ფილტვის აბსცესი; -არასპეციფიური ვაგინიტი; -მწვავე წყლულოვანი გინგივიტი (წყლულების წარმოქმნით მიმდინარე ღრძილების ანთება); -უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში; -ლამბლიოზი; -ნაწლავური ამებიაზი; -ღვიძლის ამებური ინფექცია. ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის, კუჭ-ნაწლავისა და გინეკოლოგიური ქირურგიული ჩარევის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება ყოველთვის გამოიყენეთ ტინიდაზოლი თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. ტაბლეტები გამოიყენება შიგნით, კვებისას ან კვების შემდეგ. ანაერობული ინფექციები მოზრდილები - საწყისი დოზა შეადგენს 2 გ (ოთხი ტაბლეტი) პირველ დღეს; შემდეგ იღებენ დღეში 1 გ ერთჯერადად ან ორ მიღებად 500 მგ 5-6 დღის განმავლობაში. 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელების საჭიროება განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული შედეგების შეფასების შემდეგ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები - კლინიკური მონაცემები არ არის. არასპეციფიური ვაგინიტი მოზრდილები - 2 გ შიგნით ერთჯერადად. უფრო მძიმე ფორმის ინფექციებისას შესაძლებელია 2 გ-ის გამოყენება 2 დღის განმავლობაში (საერთო დოზა 4 გ). მწვავე წყლულოვანი გინგივიტი მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით. უროგენიტალური ტრიქომონიაზი მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით. ბავშვები - ერთჯერადად შიგნით 50-75 მგ/კგ გამოანგარიშებით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის იგივე დოზის განმეორებითი მიღება. ლამბლიაზი მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით. ბავშვები - ერთჯერადად შიგნით 50-75 მგ/კგ გამოანგარიშებით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის იგივე დოზის განმეორებითი მიღება. ნაწლავური ამებიაზი მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად შიგნით 2-3 დღის განმავლობაში. ბავშვები - ერთჯერადად შიგნით დღეში 50-60 მგ/კგ გამოანგარიშებით სამი დღის განმავლობაში. ღვიძლის ამებური ინფექცია მოზრდილები - საერთო დოზა ვარირებს 4,5-დან 12 გ-მდე, რაც დამოკიდებულია Entamoeba histolytica გამომწვევის ვირულენტობაზე. საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1,5-2 გ ერთჯერადად სამი დღის განმავლობაში. ამ სქემის არაეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 6 დღემდე. ბავშვები - შიგნით, ერთჯერადი დოზა დღეში 50-დან 60 მგ/კგ ხუთი დღის განმავლობაში. პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა მოზრდილები - 2 გ ერთჯერადად, ჩარევამდე დაახლოებით 12 საათით ადრე.