ცერებროვინი ტაბლეტი #30

ცერებროვინი ტაბლეტი #30

ლატვია

პრიმეა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
გამა ამინოერბოს მჟავა 250 მგ
გინკო ბილობას ექსტრაქტი 120 მგ
ვიტამინ B3 (ნიკოტინამიდი) 27 მგ
L-5-ჰიდროქსიტრიფტოფანი 25 მგ
ვინპოცეტინი 5 მგ
ვიტამინ B2 (რიბოფლავინი) 2.4 მგ
ვიტამინ B6 (პირიდოქსინი) 1.5 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 150 მკგ
ვიტამინ B12 (ციანკობალამინი) 1.5 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული, ნეიროპროტექტორული, ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი საშუალება.

ჩვენებები:
დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტის, ქალა - ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის), რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის დარღვევებით, აპრაქსიით, აფაზიით.
ასთენიური მდგომარეობები. ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით.
ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.
ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).
ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია).
დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, ეპილეფსია.
არტერიოსკლეროზული და ანგიოსპასტიური ცვლილებები თვალის ბადურასა და ქოროიდულ გარსზე, თვალის სისხლძარღვების არტერიული და ვენური თრომბოზი, მაკულის დეგენერაციული ცვლილებები, მეორადი გლაუკომა (სისხლძარღვების ოკლუზიით გამოწვეული).
ასაკობრივი, სისხლძარღვოვანი და ტოქსიური (მედიკამენტური) სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, კოხლეოვესტიბულური ნევრიტი, ტინიტუსი.
გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო კიდურების არტერიო და ვენოპათიები, რეინოს სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:
ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გამოშვების ფორმა: ცერებროვინი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 24OC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრიმეა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
გამა-ამინოერბოს მჟ+გინკგო ბილობა+ვიტ ბ-2+ვიტ ბ-3+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-12+ვიტ ბ-9
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი