სჟელაზო+სრ კაფსულა #60

სჟელაზო+სრ კაფსულა #60

პოლონეთი

ლეკ-ამი
პროდუქტის შესახებ
სჟელაზო+SR
რკინის ხელატი, ვიტამინები C, B6, B12, ფოლიუმის მჟავა
საკვები დანამატი
რკინის Fe2+ , ვიტამინების C, B6, B12 და ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის პროდუქტი.

შემადგენლობა: 60 კაფსულა 150მგ რკინის ამინომჟავის ქელატით (რკინის ბისგლიცინატი-Fe2+), რას შეესაბამება 28მგ რკინას.
გამოყენება: პრეპარატი გამოიყენება რკინის და შერჩეული ვიტამინების დანამატის სახით ჩვეულებრივი კვების დროს. რეკომენდებულია რკინის მომატებული მოთხოვნის მქონე პაციენტებისათვის, მაგალითად: ორსული ქალები (მეორე და მესამე ტრიმესტრი), ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან ლაქტაციას, მენსტრუაციის დღეებში, აქტიური ადამიანები მომატებული ფიზიკური აქტივობის პერიოდში და სისხლის დონორები.

რეკომენდებული დღიური დოზა: როგორც კვებითი დანამატი, მიიღება ერთი (1) კაფსულა ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

აქტიური ინგრედიენტების შემცველობა დღიურ დოზაში:
ინგრედიენტი 1 კაფსულის
შემცველობა % კვებითი ნივთიერებების
ეტალონური მნიშვნელობა
(NRV)
რკინა 28მგ 200
ვიტამინი C 40მგ 50
ვიტამინი B6 1,4მგ 100
ფოლიუმის მჟავა 400მკგ 200
ვიტამინი B12 2,5მკგ 100

ინგრედიენტები: შემავსებელი საშუალება: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი; რკინის ამინომჟავის ქელატი (Fe როგორც რკინის ბისგლიცინატი II); კაფსულის გარსის ინგრედიენტი-ჟელატინი; L-ასკორბინის მჟავა, (ვიტამინი C); შემასქელებელი- იდროქსიპროპილმეთილცელულოზა; შემომგარსველი აგენტი- შელაკი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ფოლიუმის მჟავა-პტეროილმონოგლუტამინის მჟავა; ანტიოქსიდანტი-TBHQ E319; ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).
გლუტენის შემცველობის გარეშე.

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას და ხელოვნურ საღებავებს.

შენახვის წესი: ინახება 15-25C ტემპერატურის პირობებში, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სჟელაზო+SR-გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა (SR) ხელს უწყობს რკინისა და ვიტამინების უკეთეს შეწოვას და პრეპარატის ყოველდღიური მიღების უკეთ ტოლერანტობას.

გარეგნული სახე: ჟელატინის მყარი, უფერო, გამჭვირვალე, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულები-შეიცავს სამი ტიპის მიკროგრანულებს, რომლებიც ნელა ათავისუფლებენ (SR) ქელატ რკინას და ვიტამინებს.
ლუბლინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ცენტრალური აგრო-ეკოლოგიური ლაბორატორია (Central Agro-ecological Laboratory of the University of Life Sciences in Lublin), პოლონეთი.

ჯარს სპ. ზ ო ო. ლაჟსკი, პოლონეთი.

სიფრთხილით: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების ნაცვლად. 20მგ-ზე მეტი რკინის ყოველდღიურად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი დისკომფორტი, კუჭის დისკომფორტი ზედმეტად მგრძნობიარე პაციენტებში.

სჟელაზო+SR-ის გამოყენებისას არ მიიღება რკინის ან ფოლიუმის მჟავის შემცველი სხვა პროდუქტები. მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა არის ჯანმრთელობის საწინდარი.

სჟელაზო+SR-ის რეკომენდებული დღიური დოზის მოხმარება უზრუნველყოფს ჯანმრთელობის გამოცხადებულ სარგებელს.
ნებისმიერი საკვები დანამატის მსგავსად, გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით თუ პაციენტი არის ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, აქვს სამედიცინო მდგომარეობა, ღებულობს მედიკამენტებს ან აქვს გვერდითი მოვლენები და ალერგია.

არ გამოიყენება თუ დამცავი ბეჭედი არის დაზიანბული ან დაკარგული.

ფარმაცევტული კომპანია ლეკ-ამ სპ. ზ ო. ო. (LEK-AM Sp. z o.o.), პოლონეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკ-ამი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
რკინის ბისგლიცინატ ხელატი+ფოლის მჟ+ვიტ ც+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-12
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი