სტრეპსილსი ექსპრესი ტაბლეტი საწუწნი #24
სტრეპსილსი ექსპრესი ტაბლეტი საწუწნი #24

სტრეპსილსი ექსპრესი ტაბლეტი საწუწნი #24

დიდი ბრიტანეთი

რეკიტ ბენკიზერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol+lidocaine+dichlorobenzyl
შემადგენლობა
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: 2,4 - დიქლორბენზილის სპირტი 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა 26მგ, ნატრიუმის საქარინატი 2.08მგ, ლევომენთოლი 2,08მგ, პიტნის ფოთლების ზეთი 2,08მგ, ანისის თელის ზეთი 0,52მგ, საღებავი ქინოლონური ყვითელი 0,0046მგ, ინდიგოკარმინი 0,0156მგ, თხევადი საქაროზა 1523,4მგ, თხევადი დექსტროზა (დექსტროზა, ოლიგო- და პოლისაქარიდები) 980,9მგ.
ბრტყელცილინდროვანი ტაბლეტები მოცისფრო-მომწვანო ფერის გამოსახულებით ასო S ტაბლეტის ორივე მხარეს, მენთოლის არომატით. დასაშვებია თეთრი ნაფიფქის, ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და არაერთგვაროვანი კიდეები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტური საშუალება

გამოყენების ჩვენებები
ყელის ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
ანამნეზში ალერგიების არსებობა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ
ანამნეზში მეტჰემოგლობინემიის არსებობა ან მისდამი მიდრეკილება
ასთმა ან ბრონქოსპაზმი
ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისას და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ბავშვსა და ნაყოფზე რისკს.

მიღების წესი და დოზები
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარტის მიღებამდე.
ადგილობრივად. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: ერთი ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა ყოველ 2 საათში ერთხელ. არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. თუ პრეპარატის მიღებისას 3 დღის მანძილზე სიმპტომები ნარჩუნდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მაქსიმალურად შესაძლო მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რაც აუცილებელია სიმპტომების მოსახსნელად. ენის მგრძნობელობის შესაძლო დაკარგვისას რეკომენდებულია ცხელი საკვების და სასმელის მიღებისას სიფრთხილე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დახლოებით 2,6 გ შაქარს (0,22პე).
სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის მაღალი ტემპერატურის განვითარებისას ასევე თავის ტკივილის დროს, მიმართეთ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეკიტ ბენკიზერი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
დიქლორბენზილის სპირტი+ამილმეტაკრეზოლი+ლიდოკაინი
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
24
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი