შემადგენლობა: კამის ზეთი, ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, გლიცერინი. არ შეიცავს შაქარს და დამატკბობლებს; არ შეიცავს ალკოჰოლს; არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.
ჩვენებები: სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიკა); საჭმლის მონელების გაძნელება, ყაბზობის ელემენტებით; ხშირი ამოქაფება და-ან ღებინება; ძილის დარღვევა ახალშობილებში.
მიღების წესები და დოზები: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე, ისე, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნას 50მლ სხნარი. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს. გამზადებული ხსნარი თავისივე პიპეტით უნდა ჩავაწვეთოთ ბავშვს პირის ღრუში-10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან ჭამათა შორის შუალედებში-ნელნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენება კოვზი). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის.
შენიშვნა: გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა. ნებისმიერის სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება: გამოვლენილი და დადასტურებული ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება 25C ტემპერატურამდე. ბნელ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.